სოც. მედია
ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
2015-08-28 14:36:58
ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს.
როგორც ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, განაცხადა, ოდესის პოლიცია ორგანიზებულ კრიმინალურ სინდიკატს წარმოადგენდა, ამიტომაც, მისი თქმით, პოლიციის სრულიად ახალი კადრებით დაკომპლექტებაა საჭირო.
"ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არსენ ავაკოვთან ერთად ჩვენ ვქმნით სპეციალურ განყოფილებას, რომელიც კორუფციის საკითხზე იმუშავებს. მანამდე კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დამნაშავეების დაკავება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები