2 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პაშა ბანკი - ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში

18 აგვისტო, 2015წ. - პაშა ბანკი International Finance Magazine-მა საქართველოში წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დაასახელა.

International Finance Magazine (IFM) ლონდონში სათაო ოფისის მქონე ორგანიზაციაა, რომელიც გლობალური საფინანსო სექტორის სიახლეებისა და ინფორმაციის ერთ-ერთ წამყვან სანდო წყაროს წარმოადგენს. IFM მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: საბანკო საქმიანობა, კაპიტალის მართვა, საპენსიო ფონდები და განვითარებადი ბაზრები.

IFM-ის ყოველწლიური დაჯილდოება მიზნად ისახავს საფინანსო ინდუსტრიასთან დაკავშირებული აქტივობების კუთხით გამორჩეული მოთამაშეების და მათი მიღწევების ყურადღების ცენტრში მოქცევას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას, საქველმოქმედო აქტივობებს, კორპორატიულ მართვას და სხვა მიღწევებს, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ გლობალურად საფინანსო სექტორის განვითარებაზე.

2013 წელს პაშა ბანკი IFM-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა აზერბაიჯანში. წელს IFM-ის მხრიდან განხორციელებული კვლევების და ფინანსური ანალიზის საფუძველზე საქართველოში პაშა ბანკის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას გაესვა ხაზი.

“პაშა ბანკი საქართველოში 2013 წლიდან ოპერირებს. ჩვენ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას ვუწევთ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს. ასეთი ახალგაზრდა კომპანიისთვის ორმაგად სასიხარულოა ამ დონის საერთაშორისო აღიარების მოპოვება IFM-ის დაჯილლდოებაზე. “ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკის” ნომინაციაში გამარჯვება ჩვენს გუნდს შემატებს მოტივაციას, რათა მივაღწიოთ ახალ მწვერვალებს ჩვენს კოლეგებთან ერთად აზერბაიჯანსა და თურქეთში. აღნიშნული წარმატება მსურს, გავუზიარო ჩვენს ძვირფას კლიენტებსა და პარტნიორებს.” – აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.


პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. პაშა ბანკი არის პაშა ჯგუფის ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჰოლდინგს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორატიული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი. ჰოლდინგის კაპიტალი 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღემატება 3 მილიარდ ევროს. პაშა ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 2013 წლის თებერვალში დაიწყო. მისი სააქციო კაპიტალი 103 მილიონ ლარს შეადგენს. პაშა ბანკი მდებარეობს თბილისში: შოთა რუსთაველის გამზირის 15. საკონტაქტო პირი: ანანო ქორქია, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი. ტელეფონი: (+995) 322 265 000 (7057) ელფოსტა: [email protected] pashabank.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები