2 3 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ მშობლებს, ასაკოვან ნათესავებს. ნუ გაიხსენებთ წარსულს. 

კურო
საინტერესო შეხვედრებითა და ნაცნობობით დატვირთული დღე გელით. კარგად შესრულებული საქმისთვის კოლეგების შექებას დაიმსახურებთ. 

ტყუპი
თავით ნუ გადაეშვებით ავანტიურასა და თავგადასავლებში. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების მიმართ. სამსახურებრივ მოვალეობას სხვებს ნუ გადააბარებთ. 

კირჩხიბი
მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმამეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით, მაგრამ დაოჯახებას ნუ იჩქარებთ. 

ლომი
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრები. თამამად გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება. წარმატებული დღე ელით ტექნიკურ და შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ლომებს. 

ქალწული
თავს ბედნიერად მაშინ იგრძნობთ, როცა სხვების დახმარებას შეძლებთ. სამსახურში საშუალება მოგეცემათ მეტად გამოაჩინოთ თქვენი პოტენციალი. 

სასწორი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. გადახედეთ უკვე შესრულებულს და გამოასწორეთ შეცდომები. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

მშვილდოსანი
უფროსთან ერთად განიხილეთ თქვენი იდეები და გეგმები. მუშაობისას მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დახმარებისთვის კოლეგებს მიმართეთ. 

თხის რქა
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები. მაღალანაზღაურებად ახალ სამსახურს, საქმიანობას შემოგთავაზებენ. 

მერწყული
მოერიდეთ გადაღლას, ახალი საქმების დაწყებას და საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. 

თევზები
მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებას. კარგი დღეა რემონტის, მშენებლობის დასაწყებად. ავტომობილის, ბინის შესაძენად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები