2 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„პირველადმა ჯანდაცვამ რეალურად უნდა აიღოს თავზე მისი ერთ–ერთი მთავარი ამოცანა – დაავადებათა პროფილაქტიკა“

კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი კარდიოლოგი ხათუნა ბერინაშვილი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას ეხმაურება. ბერინაშვილის განცხადებით, ეს რეფორმა დროულია და მისი მეშვეობით მთავრობა დიდ თანხებს დაზოგავს.

 

"კლინიკაში ხვდება ბევრი ისეთი პაციენტი, რომელთა პრობლემების მოვლაც სავსებით შესაძლებელია ჯანდაცვის პირველად რგოლში. თუ უფრო მძლავრად დაინერგება ეს სისტემა, რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. კლინიკაში დასაწვენი, სტაციონარული პაციენტები ისედაც საკმაოდ ბევრია და თუ ამას გამოაკლდება იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც ნაკლებად საჭიროებენ სტაციონარს და მათი მკურნალობა პირველად რგოლშიც შესაძლებელია, ეს ყველასთვის მისაღები იქნება. საამისოდ, პირველადი ჯანდაცვაც უკეთესად უნდა იყოს მომზადებული. პირველადმა ჯანდაცვამ რეალურად უნდა აიღოს თავზე მისი ერთ–ერთი მთავარი ამოცანა – დაავადებათა პროფილაქტიკა.

 

რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროა, პრეკვალიფიცირება ჩაუტარდეთ ოჯახის ექიმებს. მათ ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეთ გამოკვლევების აქტიურად ჩატარების შესაძლებლობა“, – მიაჩნია ხათუნა ბერინაშვილს.

 

„პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს მისი ხარჯთეფექტურობა. მოხდება საკმაოდ დიდი ხარჯის დაზოგვა. როდესაც პაციენტი ხვდება სტაციონარში და შემდგომ ის იტარებს სხვადასხვა გამოკვლევებს, ეს ყველაფერი ძვირი უჯდება სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, სტაციონარის დაფინანსება გაცილებით ძვირია, ვიდრე პირველადი რგოლის. რეფორმის ფარგლებში თუ გაძლიერდება ჯანდაცვის პირველადი რგოლი და იქვე მოხდება პაციენტების მომსახურება, რა თქმა უნდა, თანხები დაიზოგება. როცა პაციენტს ნამდვილად დასჭირდება სტაციონარული მომსახურება, მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან  მისი დაფინანსება“, – აცხადებს ბერინაშვილი.

 

იგი ასევე აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობასაც და აღნიშნავს, რომ მისი კლინიკის მაგალითზეც ნათლად ჩანს, თუ რამდენად ბევრ პაციენტს გაეწია დროული და გადაუდებელი დახმარება. „ვფიქრობ,ეს პროგრმა ძალიან პრიორიტეტული და მისაღებია საზოგადოებისთვის. პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან, სამედიცინო საზოგადოებაც კმაყოფილია“, – აღნიშნა მედიკოსმა და დასძინა,  რომ თუ პარალელურად პირველადი რგოლიც შეიძლენს და აღიდგენს მის ფუნქციას, ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები