2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი" პირველ სამშობიაროში ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში, პირველ სამშობიაროში ჩვილის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმს ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ჩვილის ახლობლები ექიმის უპასუხისმგებლობზე საუბრობენ. 
ახლობლების თქმით, ფეხმძიმე მათ რამდენჯერმე მიიყვანეს და ექიმებმა უკან გააბრუნეს. 
სამშობიაროს დირექტორი ექიმების დანაშაულს გამორიცხავს. ჩვილის დაღუპვის მიზეზს ექპერტიზა დაადგენს. 
"წამებში შეაჩერა ბავშვმა სუნთქვა. ან აგონ ექიმებმა პასუხი ან არ ვიცი. მე მკურნალობაში 20 ათასი ლარი მაქვს გადახდილი", - აცხადებს პაციენტის დედა მაია ჯოხაძე.
პირველი სამშობიაროს გენერალური დირექტორი ზაზა ავალიანი კი ექიმების უყურადღებობას გამორიცხავს. 
"ექიმების უყურადღებობა გამორიცხულია. სანაყოფე სითხე დაღვრილი იქნა ჩემს თვალწინ, ამის შემდეგ დაფიქსირებული იქნა ნაყოფის გულისცემის არასებობა. კვლევა გადაგზავნილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროში, უკვე ეცნობა საგანგებო სიტუაციების შტაბს პათანატომიური კვლევა და სიკვდილის მიზეზი დადგინდება შესაბამისი ორგანოების მიერ", - განაცხადა პირველი სამშობიაროს გენერალურმა დირექტორმა ზაზა ავალიანმა. 
ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები