2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ვერავინ და ვერაფერი გამაჩუმებს"განაწყენებული პეტრე კოლხი საზოგადოებას მიმართავს

"ვერავინ და ვერაფერი გამაჩუმებს. მორალისტებმა საკუთარ ცხოვრებას და ცდომილებებს მიხედონ. მაქსიმალური სიზუსტით შევეცადე ზღვა აგრესიისთვის არ მეპასუხა და ალბათ გამომივიდა. ძალიან მოვინდომე, თავისთვის კონტროლი გამეწია და თვალები დამეხუჭა. ბევრჯერ ვულანძღივართ უსამართლოდ და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ პატარა ბავშვს რომ გილანძღავენ, არ არის ადვილი მოსათმენი...ბევრი იტყვის, არ დაედო ფოტოები და არ გაილანძღებოდაო... მღვდლის შვილი იყო და იმიტომაც მოხდაო... მესმის, ზუსტად მესმის ერთიც და მეორეც... ოღონდ ვერ დავეთანხმები, რადგან არავის ეკითხება, ვინ რა ფოტოს დადებს კედელზე. რაც შეეხება მღვდლის შვილს-ეს წოდება სულაც არ არის არც პრივილეგია, არც სტატუსი და არც მითუმეტეს მემკვიდრეობით გადაცემული მადლით სავსე საგანძური... ჩემი მღვდლობით, უფლის წინაშე თავად ვაგებ პასუხს. ჩემს შვილს თავისი მოეთხოვება. სულ არ არის აუცილებელი მღვდლის შვილი აუცილებლად სასულიერო პირი გახდეს. ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა. ვიცი, ისიც, რომ მაინც კრძალვაა საჭირო... კრძალვა არავის აწყენდა. უპირველესად მათ, ეკლესიის სახელით სამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს. შემთხვევის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, ეჭვი მაქვს მკვლელობასაც ჩაიდენდნენ... გამოდის პოტენციურ მკვლელებთან გვაქვს საქმე... მარიამს კოჭებამდე კაბით მდინარეში ფოთო რომ გადაეღო იტყოდნენ, ბავშვს მონობაში ზრდიან ავადმყოფი მღვდლებიო და მართალიც იქნებოდნენ...
ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეკლესია, პატრიარქი, ხალხი...
მაქვს შინაგანი წინააღმდეგობებიც. თუ ამ სიბნელეს თავი ვერ დავაღწიეთ, მე ყველაფერს ავიტან, მაგრამ იგივეს არ მოვთხოვ ჩემს ოჯახს. ამიტომ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს გაქცევას არ ნიშნავს, პირიქით, ჩემი იდეისთვის ბრძოლას აქტიურ ფაზაში შევიყვან... თან ბევრად თავისუფალი იქნები..."შეგახსენებთ,რომ პეტრე კოლხმა აღნიშნული სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საზოგადოებაში გავრცელდა ხმები,რომ მამაოს 13 წლის გოგონა მოდელობას აპირებდა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები