2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10-16 აგვისტოს „ჰით ბათუმი 2015“ ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება

გაიმართება

”ჰით  ბათუმის 2015”   გრძელდება. ამჯერად,  10-16 აგვიტოს  ბათუმში, პროექტის ფარგლებში ქუჩის თეატრის დღეები გაიმართება. 

სპექტაკლები ღია ცის ქვეშ - ერთი კვირის განმავლობაში ზღვისპირა ქალაქი  5 ქართულ და 4 უცხოურ თეატრალურ დასს  უმასპინძლებს. ქართველ მსახიობებთან ერთად ბათუმის ქუჩებში თეატრალურ წარმოდგენებს  ესპანეთის, უნგრეთის, ბრიტანეთისა და ინდოეთის დასებიც გამართავენ.

დღეიდან ბათუმში თეატრალური აუდდორის კვირეული იწყება, რომელიც 16 აგვისტოს კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრით დასრულდება.

ქუჩის თეატრის დღეების დაწყებას კი დღეს, 21:00 საათიდან ბათუმის ბულვარში "სპარკი! ლედ დრამერები“ გვამცნობენ. დღეს საღამოს, თუ ბულვარში მანათობელ დრამერებს შენიშნავთ, არ გაგიკვირდეთ - ქუჩის თეატრის დღეები იწყება!

„ღია სივრცეს განსაკუთრებული დადებითი მხარე აქვს, მით უფრო  ზაფხულში და  ისეთ ქალაქში როგორიც ბათუმია. ეს იქნება  მაღალი დონის წარმოდგენები, ჩვენ ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს სასიამოვნო და შთამბეჭდავ საღამოებს ვპირდებით, “ -  განმარტავს  ქუჩის თეატრის დღეების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი

„ღია ცის ქვეშ სპექტაკლები ეს არ არის ახალი, მას თეატრალურ სამყაროში უძველესი ტრადიცია აქვს. მახსენდება როლანდ ბარტის სიტყვები, რომ ის ხშირად ხაზს უსვამდა და ამბობდა, რომ ანტიკურ თეატრში ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, სწორედ დღის სინათლე იწვევს,“ - აღნიშნავს რეჟისორი დათა თავაძე.

თეატრალური აღლუმი ბათუმში 16 აგვისტოს დასრულდება. წარმოდგენები, რომლებიც ბათუმის კოლონადებში, საზაფხულო თეატრში, პიაცაზე,  ბულვარსა და ძველი ბათუმის ქუჩებში გაიმართება „ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში უფასო იქნება.

10-16 აგვისტოს ქუჩის თეატრის დღეები წარმოგიდგენთ:

11 აგვისტო, 11:00 ბულვარი - ამირან შალიკაშვილის პანტომიმების თეატრი

11 აგვისტო, 21:30, კორტები - ბოლივუდ მასალა ორკესტრა (ინდოეთი)

12 აგვისტო, 20:00, ერას მოედანი - მაგიდა ორისთვის (ესპანეთი)

12-13 აგვისტო, 23:00, ბულვარი - მოცეკვავე გრაფიტი BANDART Productions (უნგრეთი)

13 აგვისტო, 20:00, საზაფხულო თეატრი - სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი „ტროელი ქალები“

13 აგვისტო, 19:00 - ქუჩა, ბულვარი, 23:00 საფესტივალო კლუბი TAKE FIVE – The New York Brass Band

14 აგვისტო, 22:00, პიაცა - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო მარჯანიშვილის თეატრი. სპექტაკლი „როგორც გენებოთ“

14 აგვისტო, 19:00; 21:00 - ქუჩა/ბულვარი/პიაცა - The New York Brass

15 აგვისტო, 21:00, ბულვარი-კოლანადები - მუსიკისა და დრამის თეატრი. სპექტაკლი „გაყრა“

15 აგვისტო - 17:00; 23:00 ქუჩა/ბულვარი - The New York Brass Band

16 აგვისტო, 20:00, ბულვარი - კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები