2 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია

"რუსთავი 2"-ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება, დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

"ბუნებრივია, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და ეს იქნება ფართომასშტაბიანი სამართლებრივი ომი, მაგრამ არა მხოლოდ სამართლებრივი. სხვა მეთოდებიც გვაქვს, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ, რადგან ეს მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში მიმდინარე დავა არ არის მოდავე მხარის ინიციატივით. მოდავე მხარე კი მხოლოდ ქიბარ ხალვაში არ არის და არის ხელისუფლება", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს ხელი არ მოაწერონ უკანონო გადაწყვეტილებებს.

"რუსთავის 2 საქმე არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საქმე ქართული დემოკრატიისათვის, ამიტომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც ხელს მოაწერს უკანონო გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე, მოაწერს საკუთარ პროფესიულ სიკვდილზე ხელს." - აცხადებს გვარამია.

http://rustavi2.com/ka/news/23382

კომენტარები

მსგავსი სიახლეები