2 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ახლობლები პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან. ნუ დაელოდებით უფროსის მითითებას, ინიციატივა გამოიჩინეთ და ახალი საქმეები წამოიწყეთ. 

კურო
მოერიდეთ მტანჯველ დიეტებს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და ნერვებს. უმჯობესია, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყოთ. 

ტყუპი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, ემოციების გამოვლენას. გადაამოწმეთ ყველა მიღებული ინფორმაცია. 

კირჩხიბი
მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას. აგრეთვე, კონფლიქტს კოლეგებთან. უმჯობესია, მოითმინოთ და საქმიანობაში ცვლილებები სხვა დროისთვის შეიტანოთ. 

ლომი
დღეს საშუალება მოგეცემათ კარგში საუკეთესო ამოარჩიოთ. პერსპექტიული წინადადება კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. ისე უნდა მოიქცეთ, რომ გარშემო მყოფების შექება და მადლიერება დაიმსახუროთ. 

სასწორი
გაფრთხილდით, ნურც ფულს გაფლანგავთ და ნურც დაკარგავთ. აგრეთვე, მოერიდეთ ვალის აღებას და აზარტულ თამაშებს. ნუ მოექცევით სხვათა გავლენის ქვეშ. 

მორიელი 
თუ მომავალში წარმატების მიღწევა გსურთ, დღეს ახალი ტექნოლოგიების შესწავლა უნდა დაიწყოთ. მეტი ყურადღება და დაკვირვება გმართებთ. 

მშვილდოსანი
მეტად თვითკრიტიკული უნდა იყოთ საკუთარი თავის, საქმიანობის მიმართ. მშვიდად შეხვდით ცვლილებებს და მოერიდეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. 

თხის რქა
დღეს მეგობრებისა და კოლეგების დახმარებით და საკუთარი მიზანდასახულებით სასურველს მიაღწევთ. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. 

მერწყული
დღეს თქვენთვის მთავარი საზრუნავი კარიერა და უფროსთან დამოკიდებულება იქნება. მეტი ყურადღება დაუთმეთ მიღებულ ინფორმაციას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ამბებს. 

თევზები
ნუ დააგვიანებთ საქმიან შეხვედრაზე და ნურც კოლეგებთან გაიფუჭებთ დამოკიდებულებას. მოერიდეთ ყველა საქმის ერთდროულად შესრულებას. ჯერ მნიშვნელოვანები მოაგვარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები