2 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემო მყოფების აზრს და ისე იმოქმედოთ, როგორც გსურთ. თუმცა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ნუ იფიქრებთ, ანგარიში ახლობლებსაც გაუწიეთ. 

კურო
გაფრთხილდით, რათა არაფერი დაკარგოთ. საბუთების, ხელშეკრულებების გაფორმებისას მეტი სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯს. 

ტყუპი
დღეს სიამოვნებით შეასრულებთ ყველა საქმიანობას და შრომაც დაგიფასდებათ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

კირჩხიბი
ღირებულებების გადაფასებების დღეა. გათავისუფლდით არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან, უინტერესო სამუშაოსგან, ვალდებულებებისგან. რაც უფრო გათავისუფლდებით "ტვირთისგან" მით ადვილად განაგრძობთ გზას. 

ლომი
წარმატება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. შემოთავაზებებს დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მიმდინარე პროექტზე გიწევთ მუშაობა. 

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და ვალების გასტუმრებას შეძლებთ, რაც დამოუკიდებლობის შეგრძნებას მოგანიჭებ. მოერიდეთ კამათს პარტნიორებთან. 

სასწორი
სასიამოვნო ცვლილებები გელით, თუ თავადაც მოინდომებთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების რჩევებს. 

მორიელი 
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორებთან. მათი დახმარებით საზღვარგარეთ მოგზაურობას ან მუშაობის დაწყებას შეძლებთ. 

მშვილდოსანი
კარიერული წინსვლა გელით. ახალი იდეების განხორციელებას გარშემო მყოფების დახმარების შედეგად შეძლებთ. 

თხის რქა
ნუ იქნებით ზედმეტად ამბიციური, რაც უფრო მეგობრული იქნებით გარშემო მყოფების მიმართ და რთულ სიტუაციებს იუმორით განმუხტავთ, მით უკეთესი თქვენთვის. 

მერწყული
თქვენი სახლი იმდენად კომფორტული იქნება მეგობრებისა და ნათესავებისთვის, რომ დღეს სტუმრების მიღება-გაცილებას მოუნდებით. მზრუნველობა საყვარელ ადამიანსაც არ მოაკლოთ. 

თევზები
დაგეგმეთ თქვენი დღე პოზიტიურ მოვლენებზე. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. საღამო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები