2 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. დღის ბოლომდე დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ, რათა დაძაბული კვირის შემდეგ უქმეებზე თავს დასვენების უფლება მისცეთ. 

კურო 
სულ მუშაობა არ შეიძლება, თავს დასვენების უფლებაც უნდა მისცეთ. დღეს განსაკუთრებით კარგია ცურვა, წყლის პროცედურები და სუფთა ჰაერზე სეირნობა. 

ტყუპი
იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. კოლეგების დახმარებით წარმატებულად დაასრულებთ უკვე დაწყებულ პროექტებს. 

კირჩხიბი
მოვლენებით დატვირთული დღე გელით, ვერ გეტყვით, რომ ყველა სასიამოვნო იქნება. თუმცა, თქვენ რთული სიტუაციიდანაც იპოვით გამოსავალს. მთავარია, სწრაფად მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. 

ლომი
მოულოდნელი შეხვედრების დღეა. მეტად ყურადღებით უნდა იყოთ, რათა არ დაუშათ შეცდომები საქმეებში, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. 

ქალწული
დღეს გარშემო მყოფების კეთილდღეობაზე იქნებით პასუხისმგებელი. აგრეთვე, კოლეგების მიერ შესასრულებელი საქმეებისა და ახლობლების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. 

სასწორი 
გაგიუმჯობესდებათ პირადი და ოჯახური ურთიერთობები. ახალი ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. 

მორიელი
რაც უფრო მალე დაასრულებთ სამსახურის საქმეებს, მით მეტ დროს გაატარებთ ბავშვებთან და ოჯახის წევრებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.  

მშვილდოსანი
დღეს მეტად აზარტული ხართ; თუ საკუთრი თავის იმედი გაქვთ, გარისკეთ, ფორტუნა თქვენს მხარეზეა და წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ. 

თხის რქა
ზოგიერთს სტატუსის შეცვლა ელის, ზოგი დაქორწინდება, ან დაწინაურდება. ყველას თავის გზა აქვს, მაგრამ თავისი წილი ბედნიერება ყველას ელის. 

მერწყული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა უქმეებზე მეტად დაისვენოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შეამცირეთ შემწვარი და ცხარე კერძების რაოდენობა. 

თევზები
სამსახურში თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მოგეცემათ. მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები