2 2 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ალალად ვთქვი რაც იყო. ვერავინ დამიმიტკიცებს ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა"- "მამულიჩას" პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ

გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედებით ჩავიდინე, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულმა კახი მამულაშვილმა განაცხადა, რომელსაც პატიმრობა შეეფარდა.
მისი თქმით, საქართველოში არასდროს შემოუტანია ნარკოტიკული საშუალებები, თუმცა უცხოეთში კოკაინი გაუსინჯავს.
"მე არასოდეს შემომიტანია საქართველოში ნარკოტიკი. არც ვეწევი და არც ვსვამ, თუმცა ყოფილა შემთხვევები როცა კოკაინი გამისინჯავს უცხოეთში. ის ოდენობა, რაც ახლა მქონდა, მივიჩნიე, რომ არ იყო დიდი ოდენობა. ვინმესთან ერთად რომ ვყოფილიყავი, ასეთ რამეს არ გავაკეთებდი. ვერავინ იტყვის, რომ ნარკოტიკთან მქონდა შეხება. საგამოძიებო პროცესში ეს ორი თვე მჭირდება, რომ ოჯახი შევაგუო იმას, რომ შესაძლოა დანაშაულისთვის პასუხისგება მომიწიოს", - განაცხადა კახი მამულაშვილმა, რომელიც 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 55 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
მამულაშვილმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმება პროკურორის განცხადებას მისი პატიმრობის მოტივთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ბრალდებული ქვეყნიდან წავიდეს, სასამართლოში არ გამოცხადდეს და ხელი შეუშალოს გამოძიებას.
"გავითავისე დანაშაული, რომელიც ჩემი უგუნური ქმედების შედეგად ჩავიდინე. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონს დავემორჩილები", - განაცხადა მამულაშვილმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
იგი ასევე გამოეხმაურა პროკურორის განცხადებას, რომ გასარკვევია ვისგან იყიდა ნარკოტიკი მამულაშვილმა. 
"ალალად ვთქვი რაც იყო. ვერავინ დამიმიტკიცებს ვიყიდე თუ ვინმემ მაჩუქა", - განაცხადა მამულაშვილმა.
მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 55 დღის შემდეგ, 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

წყარო:interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები