2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კახა მამულაშვილის საქმიანობა დაკავებამდე- ქართველი ცნობილები ისრაელსა და საბერძნეთში

მთავარმა პროკურატურამ კახა მამულაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლოს უკვე მიმართა. 
როგორც პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ , პროკურატურა მამულაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. 

გავრცელებული  ინფორმაციის მიხედვით, პროდიუსერი სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა პარიზიდან თბილისში ჩამოფრინდა. საფრანგეთამდე პროდიუსერი საბერძნეთში, კვირპროსში მეუღლესთან, ლელა წურწუმიასთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად იყვნენ ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე გიორგი კორახაშვილიც, ასევე  კახა მამულაშვილი მეუღლესთან და სხვა ქართველ მომღერლებთან, ანრი ჯოხაძესა და თიკა ფაცაციასთან ერთად ისრაელში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ, საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ. მას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები