0 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კანის ფესტივალის ექსპერტები ქართულ კინოპროექტებს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოამზადებენ

კანის ფესტივალის ექსპერტები ქართულ კინოპროექტებს ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის მოამზადებენ. იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი უკვე თბილისში არიან. კინოპროფესიონალები მსოფლიოს მრავალ ქალაქში, მათ შორის კანშიც, ხშირად ატარებენ ვორქშოპებს, ამჯამად კი ისინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან შესახვედრად თბილისში ემზადებიან.

ივნისის თვეში ეროვნულმა კინოცენტრმა გამოავლინა „21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით სცენარის შექმნის“ კონკურსის გამარჯვებულები. 20, 21 და 22 ივლისს იზაბელ ფოვიე და ნიკოს პანაიოტოპულოსი სწორედ გამარჯვებული პროექტების ავტორებთან ერთად იმუშავებენ სცენარის განვითარებაზე, 23 ივლისს კი კონსულტანტები სხვა ქართველ კინემატოგრაფისტებსაც შეხვდებიან. ვორქშოპები საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდება.

„21-ე საუკუნის ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია“ ეროვნული კინოცენტრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტია.

2018 წელს საქართველო ფრანქფურტის წიგნის ბაზრობაზე 21–ე საუკუნის საუკეთესო ლიტერატურულ ნაწარმოებთან ერთად ამავე ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმსაც წარადგენს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული კინოცენტრი ფილმის დასაფინანსებლად კონკურსს 2016 წელს გამოაცხადებს, სადაც განაცხადის შემოტანა ყველას შეეძლება. ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც მთელ გერმანიას მოიცავს, ამიტომ შესაძლებელია ფილმი გერმანულ კინოგაქირავებაში და ბერლინალეს კინოფესტივალზეც მოხვდეს, რადგან ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა და ბერლინალე პარტნიორები არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები