0 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„სპაგეტი სვინგ ბენდის“ შეფ მზარეული Club Take Five Batumi-ს სტუმრებს სპაგეტით გაუმასპინძლდა

ბათუმი 17-19 ივლისს  "ჰით ბათუმი 2015"-ის ფარგლებში  „სანრემოს“ ვარსკვლავებს უმასპინძლებს. პირველი დღე „სპაგეტი სვინგ ბენდის“  ცნობილ ჰიტებს დაეთმო. ბათუმელები და ზღვისპირა ქალაქის  სტუმრები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ.  განუმეორებელმა და ვირტუოზულმა „სპაგეტი სვინგ ბენდმა“ რომლის კონცერტები განსაკუთრებულობით გამოირჩევა,  დავით გომართელთან ერთად, დაუვიწყარო საღამო აჩუქა ბათუმსა და Club Take Five Batumi-ს . შემოგვიერთდით  სანრემოს ვარსკვლავების დღეებზე!

ბენდი 4 შემსრულებლისგან შედგება. ერთ-ერთმა წევრმა ვირტუოზმა შეფ მზარეულმა პირდაპირ სცენაზე, ლაივ რეჟიმში  სპაგეტი მომაზადა და მსმენელებს გაუმასპინძლდა. საფესტივალო კლუბში „სპაგეტი სვინგ ბენდის“ პოპულარული სიმღერების მოსმენის ფონზე, როგორიცაა ვოლარე, პაროლე, ო სოლე მიო,  ბათუმის დამსვენებლებმა იტალიური მაკარონის დაგემოვნება შეეძლეს.

კონცერტის წამყვანი იყო ქართველი მომღერალი დავით გომართელი, რომელსაც  ძალიან უყვარს იტალია, ამ ქვეყნის სამზარეულო, მუსიკა და ფლობს იტალიურ ენას. ერთი სიტყვით მან ყველაფერი იცის იტალიასა და იტალიელებზე.

ამავე დღეს ბათუმის კორტების სცენის, „ჰით ბათუმის“ მთავარი საკონცერტო სივრცის პრეზენტაციაც გაიმართა. დღეს კი,  ყველასთავის საყვარელი იტალიელი მომღელი უმბერტო ტოცი და ჯგუფი „რიკი ე პოვერი“ ბათუმის ახალ კორტებზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ.

უმბერტო ტოცი მე-20 საუკუნის ცნობილი იტალიელი მომღერალია, რომელიც შემსრულებელია პოპის, როკის და იტალიური დისკოსი, უკრავს კლავიშზე და გიტარაზე. იგი ასევე წერს სიმღერებს, მუსიკოსი, კომპოზიტორი და ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი. მნიშვნელოვანია, რომ უმბერტო ტოცი საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს ქართველი მსმენელისთვის.

რიკი ე პოვერი იტალიური ჯგუფია, რომელმაც ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების  პოპულარული ჯგუფი. 1970-71 წლებში სანრემოს ფესტივალზე ამ ორი სიმღერით „ლა პრიმა კოსა ბელლა და კე სარა“ გახდა ყველაზე პოპულარული იტალიური ჯგუფი. 

პროექტი „ჰით ბათუმი“ 11 კვირისგან შედგება და თოთოეული კვირა სხვადასხვა მიმართულების არტს მოიცავს. მრავლფეროვანი პროგრამა გათვლილია ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანისთვის. შესაბამისად, დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმონ ბათუმში დასვენებისა და გართობის დღეები.

 „ჰით ბათუმის“ ფარგლებში, 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ღონისძიება, ამ პერიოდის  განმავლობაში ბათუმს 20-მდექვეყნიდან 259 უცხოელი არტისტი  სტუმრობს. ღონისძებაში ჩართულია 50 ორგანიზაცია და 2000-მდე მონაწილე.

„ჰით ბათუმი 2015“ წარმოადგენს ბათუმის საზაფხულო სეზონის სპეციალურ პროექტს, რომელიც თავის თავში მოიცავს 2 თვიანი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ფესტივალებისა და გასართობი ღონისძიებების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. 6 ივლისიდან 15 სექტემბრამდე, ყოველ კვირას, ბათუმში ჩატარდება განსხვავებული ტიპის ივენთები, რომლის კომუნიკაციაც მოხდება ერთიანი ქოლგის ქვეშ, სახელწოდებით „ჰით ბათუმი“.

პროექტის განმახორციელებელია ბათუმის მერია და საკრებულო, ასევე მის განხორციელებაში ჩართულები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მისი სსიპი „კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. პროექტიჰით ბათუმისახელმწიფო პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანია ერთის მხრივ აჭარის ტურისტული პოტენციალის, ხოლო მეორეს მხრივ მთლიანად ქვეყნის პრომოუშენი გარე და შიდა აუდიტორიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები