0 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას კვლავ ითხოვს

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრმა არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების თხოვნის გათვალისწინებით, ფინანსთა მინისტრს პროდუქციის სავალდებულო მარკირების გადავადება დაავალა.

პირველ რიგში, დიდი მადლობა, ასეთი სწრაფი რეაგირებისთვის, თუმცა გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ წერილში, რომელიც ასოციაციის წევრებმა პრემიერ-მინისტრს გაუგზავნეს, საუბარია მარკირების არა გადავადებაზე, არამედ არალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების წესის სრულად გაუქმებაზე.

აღნიშნული ფაქტი, ნათლად გვაჩვენებს, რომ აუცილებელია პრემიერ - მინისტრთან ბიზნესმენების შეხვედრა, რათა ბიზნესს მიეცეს საშუალება არგუმენტირებულად დაასაბუთოს საკუთარი მოთხოვნა.

არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო ელექტრონული მარკირების შემოღება დაუშვებელი, არასამართლიანი და არარაციონალურია. იგი ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებს და პრეცედენტი არ აქვს ცივილიზებული მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში.

ამასთანავე, გვსურს დავაფიქსიროთ, რომ  ჩვენ მზად ვართ  მხარი დავუჭიროთ სახელმწიფოს აღრიცხვიანობის სხვა, უფრო ეფექტური და პრაქტიკულად უდანახარჯო სისტემის დანერგვაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები