0 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,დღეებმა მოწყენა მაცალეს უშენო დღეებმა დამღალეს"-განოს სევდიანი ლექსი კოტეს


 ლექსი  განომ  ქმარს - კოტე თოლორდავას მიუძღვნა და „ფეისბუქზე“ გაავრცელა


"დღეები დღეებს გაუნაპირდნენ
მიზნებმა საწადელს რომ ვერ მიაღწიეს
აზრებით დატენილ ზარბაზნებს დასცილდნენ

დღე დღეს განაპირებული მისდევდა
დათმობა მიწევდა...

უკვე მეორე, მესამე ..
მეოთხე დღეს 
სამოთხე მესიზმრა

მერე გათენდა

დღეებმა იმედი ისევ გამიცრუეს
დღეების ნეტა რა ბრალია
ხელებით ვიშორებ უმზეო ამინდებს
გარეთ ზამთარია

-შენ ვერ დაინახე შენ ვერ დააფასე
ყველა მართალია

დღეებმა დღეებით დამიწყეს ვაჭრობა
მზის დარტყმა მივიღე,დამწვრობა
დღეებმა მასხრად აიგდეს ბავშვობა
ზაფხულის მომიხდა დათმობა

გავიწელე

დღეებბმა მასწავლეს მოთმენა
შემმატეს მხნეობა,
ვისწავლე საკუთარი სისუსტეების მოსმენა

ცოტა გავიზარდე

მერე

დღემ დღე შვა მასზე უფრო გრძელი,სანდო აზრიანი
დღე მის წინამორბედს აღარ დაემონა
გულზე სევდის ბურთი დამეკონა
გავხდი ბრაზიანი

მერე ისევ ახალი წრე 
ახალი დღე

დღეებმა დღეები გაცვალეს
დღეებმა მოწყენა მაცალეს
უშენო დღეებმა დამღალეს
უშენო დღეებმა გამლახეს

ვეღარ გავილაღე
ისე დვიღალე
მეც დღედ ვიქეცი
და საკუთარ თქვს გავუნაპირდი

მიპოვნე რა...! "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები