0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

პირველადი ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

16 ივლისს 11 საათზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ეროვნული სამედიცინო-ტრენინგ ცენტრი (სიმულაციების ცენტრი) უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას- „პირველადი ჯანდაცვა: სამომავლო პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენცია იმართება საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ (GAHSC) საქართველოს მთავრობასთან ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის მიმართულებით 6 აპრილს დადებული ხელშეკრულების ფარგლებში. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პრიორიტეტული მიმართულება გამოაცხადა და ეს არის ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა. „გამოკვეთილად და აქცენტირებულად მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის ძირეული რეფორმა. მოხდა ისე, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული პირველად ჯანდაცვაზე და მთელი დატვირთვა გადადიოდა ჰოსპიტალურ სექტორზე.ზოგადად, ბევრ ქვეყანას დაემართა ასეთი რამ. თავისთავად ცხადია. რა რისკებს მოიცავს ეს, როცა პირველად ჯანდაცვას არ აქვს მიკუთვნებული ის თავისი ძირითადი როლი, რაც მან უნდა შეასრულოს და ეს როლი არის იდეალურ შემთხვევაში სამედიცინო საჭიროებების 80%–ის მართვა და მხოლოდ 20% უნდა გადავიდეს სტაციონალურ მკურნალობაზე. თუმცა, ჩვენ რეალობაში ეს უნდა იყოს სამედიცინო საჭიროებების უმრავლესობის მართვა“, – აცხადებს სერგეენკო. „გლობალ ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციას გახსნის და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. სიტყვით გამოვა, ასევე, დოქტორი ჟან-ელი მალკინი, საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“(GAHSC) პრეზიდენტი. კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს „გლობალ ალიანსის“ ექსპერტების, პროფესორების პეტერ მაკარასა და დოქტორ ანდრეი მეჩინეანუს პრეზენტაციების წარმოდგენას თემებზე: პირველადი ჯანდაცვა: ჯანდაცვის სერვისების მიწოდების სისტემის ქვაკუთხედი და პირველადი ჯანდაცვა საქართველოში: განახლება და რეინვესტირება. კონფერენციაზე „გლობალ ალიანსის“ ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების გარშემო დისკუსია გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროს, პირველადი ჯანდაცვის რგოლის დედაქალაქის და რეგიონული წარმომადგენლების, დონორი ორგანიზაციებისა და ქართული სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელთა და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით. ინფორმაცია მომხსენებლების შესახებ: პროფესორი პეტერ მაკარა 2011 წლიდან არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორი ბუდაპეშტის ზემელვაისის უნივერსიტეტში. 2009 წლიდან 2011 წლამდე იყო დებრეცენის უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელი ჯანდაცვის პოლიტიკაში. გარდა აკადემიური მოღვაწეობისა, მისი პროფესიული კარიერა მოიცავდა ჯანდაცვის პოლიტიკაზე მუშაობას უნგრეთის ნაციონალურ ინსტიტუტებსა და გაეროს სხვადასხვა ორგანიზაციაში. 1999 წლიდან 2001 წლამდე იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოპენჰაგენის ოფისის რეგიონული მრჩეველი ევროპაში ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. მას გააჩნია, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ჯანდაცვის სისტემების ძალიან კარგი ცოდნა. დოქტორი ანდრეი მეჩინეანუ არის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტი. დაამთავრა მოლდოვას სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაცევტული უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მართვის ფაკულტეტი. გააჩნია ჯანდაცვის სექტორის ფართომასშტაბიანი პროგრამების მართვის გამოცდილება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე, ასევე არაკომერციულ სექტორში. აქვს დიდი საკონსულტაციო გამოცდილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, მსოფლიო ბანკისთვის, UNICEF-ისადა UNFPA-თვის შეფასებითი კვლევების ჩატარებასა და სხვა დავალებების შესრულებაში. მისი ტექნიკური განათლება მოიცავს ჯანდაცვის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ელექტრონული და მობილური სამედიცინიო მომსახურება, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემის დაგეგმვა და ანალიზი, სამედიცინო ინფორმაციის სისტემა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები