0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს პრემიერმინისტრთან დარგის პრობლემებზე საუბარი სურთ

„მოგმართავთ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრების სახელით.  გვსურს თქვენთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გაგაცნობთ  არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებით ჩვენს მოსაზრებასა და არგუმენტებს.“ - მიმართავენ მეწარმეები პრემიერს. მათი ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს 1 სექტემბრიდან მარკირებას დაუქვემდებაროს არაალკოჰოლური სასმელები, მინერალური და მტკნარი წყალები, ენერგეტიკული სასმელები, წვენები. 

საქონლის სავალდებულო ნიშანდება/მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელებულიყო. მეწარმეების და ხელისუფლების კონსულტაციების შედეგად, რეგულაციის ამოქმედება ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე ღიად რჩება და დადებული ხელეკრულება, ფაქტობრივად, კვლავ ძალაშია.

ელექტრონულ მარკირება, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, შვეიცარულმა კომპანიამ SICPA-მ უნდა განახორციელოს, რომელიც გაწეული მომსახურებისთვის მხოლოდ არაალკოჰოლური სასმელების ნიშანდებიდან წელიწადში 5 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. სოლიდური თანხის საზღვარგარეთ გადინება ცუდად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და კიდევ დამატებით დააწვება ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, რომელიც ყოველგვარი დამატებითი ფაქტორების გარეშეც საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს მსგავს მოვლენებზე.

 „მიგვაჩნია, რომ არაალკოჰოლური სასმელების სავალდებულო მარკირების შემოღების და ამ სერვისისთვის ხარჯების გაწევის ყველა ვარიანტი, რომელიც შემოთავაზებულ იქნა შესაბამისი ორგანოების მხრიდან, არასამართლიანი და არარაციონალურია, ასევე ეწინააღმდეგება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფოს ინტერესებსაც.“ - აცხადებენ მეწარმეები.

საინტერესოა, რომ  უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება არც წამყვან განვითარებულ და არც განვითარებად ქვეყნებში არ ხდება. არსებობს ცალკეული შემთხვევები და სულ რამდენიმე ქვეყანა აფრიკასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, სადაც მსგავსი სისტემა ფუნქციონირებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ელექტრონული მარკირების მსგავსი სისტემის შემოღება ალბანეთში დაბლოკა პრეზიდენტმა ვეტოს უფლების გამოყენებით, ხოლო ავსტრალიაში პარლამენტმა არ დაუჭირა მის შემოღებას მხარი. ორივე შემთხვევაში მიზეზი კორუფციის საფრთხე იყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები