0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში

მედიის განვითარების ფონდის ახალი კვლევა - საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში. 

"გამოვიდა მედიის განვითარების ფონდის - MDF ანგარიში „ საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში".

იმ მედია საშუალებებიდან, რომლებიც სიძულვილის ენით, ქსენოფობიით, ჰომოფობიითა და ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით გამოირჩევიან, რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო დაფინანსება 2013-2014 წლებში შემდეგ ორგანიზაციებს აქვთ მიღებული: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა" (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი" (52 167,84 ლარი), „ალია" ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია" და „კვირის ქრონიკა" (48 650ლარი - არასრული მონაცემი [1] ), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი" (1 200 ლარი).

შპს „ეტალონ-მედიას" 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის" ეთერში გადის 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

ანგარიშის თანახმად, წარმოდგენილი მონაცემები არასრულია, რადგან სხვადასხვა სამინისტროებს დაქვემდებარებული ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა (სსიპი) და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისგან (ა(ა)იპ) ინფორმაციის მოპოვება სირთულეს წარმოადგენს, ხოლო სასამართლოში სამართლებრივი დავის პროცესი დროში გაჭიანურებულია.

ანგარიშში ასევე ყურადღებაა გამახვილებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრუსელის კორესპონდენტის ინტერესთა კონფლიქტზე, შპს „ეტალონის" მიერ კანონმდებლობის დარღვევით „ობიექტივის" ეთერში მაუწყებლობაზე და ადმინისტრაციული ორგანოების სარედაქციო საკითხებში ჩარევაზე, რუსულენოვან წყაროებზე „ობიექტივსა" და მის პარტნიორ მედია-ორგანიზაციებში, პარტნიორთა კავშირთან „ობიექტივის" კავშირებზე და სხვა მედია საშუალებებზე, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ და საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მედიის განვითარების ფონდმა შემდეგი რეკომენდაციები შეიმუშავა:

. საქართველოს ხელისუფლებამ და მისმა ცალკეულმა უწყებებმა გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიას (ECRI) რეკომენდაციებში #7 ეროვნული კანონმდებლობის შესახებ და არ გაუფორმონ კონტრაქტები ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც დისკრიმინაციულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებენ.

· ECRI-ის რეკომენდაციების საფუძველზე, შეიმუშავონ რეგულაციები, რომლებიც მეორე მხარის მიერ არადისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვასა და ხელშეწყობას კონტრაქტების გაცემის წინაპირობად აქცევს.

· საბიუჯეტო დაწესებულებებმა საჯარო გახადონ მედიაში რეკლამის ან ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადარიცხული თანხები და ასეთი ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდებზე პროაქტიულად გამოაქვეყნონ.

· საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეაგირება მოახდინოს მონიტორინგი საბჭოს რეკომენდაციაზე და ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევა შეისწავლოს.

· კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს რეკლამის კანონის მოთხოვნების დაცვას, რათა ყველა მაუწყებელს თანაბარი პირობები შეუქმნას; განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ისეთი გადაცემების დასპონსორების საკითხს, რომელთა გამოც მაუწყებელთა მიმართ ადმინისტრაციული დარღვევები უკვე მარეგულირებლის მიერ დადგენილია.

· ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გააფორმონ ისეთი კონტრაქტები, რომლებიც კანონმდებლობის საწინააღმდეგო ვალდებულებებს შეიცავს და ზოგ შემთხვევაში სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას წარმოადგენს.

· საჯარო რეესტრმა სრულად გაასაჯაროვოს და ონლაინ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური პარტიების მონაცემები, ისევე როგორც ეს სხვა იურიდიული პირების შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

· პარლამენტმა გადახედოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავის იმ ნაწილს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას არეგულირებს და საჯარო ინფორმაციის დროული მიღების ინტერესიდან გამომდინარე, შეამჭიდროვოს სასამართლოში ასეთი საქმეების განხილვის ვადები", - წერია მედიის განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები