0 0 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, დაასრულეთ ძველები. ზოგიერთს ექსტრემალურ სიტუაციაში მოუწევს მუშაობა. უმნიშვნელო მოვლენას, დეტალსაც კი ყურადღებით მოეკიდეთ. 

კურო
ენერგიული ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. კარგი დღეა მავნე თვისებებისგან გასათავისუფლებლად. აგრეთვე, მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. 

ტყუპი
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და ყველაფერს ზედაპირულად უყურებთ. უმჯობესია, დღეს გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც გააზრებულ და გათვლილ ნაბიჯებს დგამს. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის, როგორც სამსახურის საქმეებში, ასევე პირად ცხოვრებაში. დღეს დასრულებთ ისეთ პროექტებსაც, რომლებისთვისაც ადრე დრო არასდროს გყოფნიდათ. 

ლომი
მოერიდეთ სოციალურ აქტივობას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან ნუ ეცდებით საკუთარი აზრის მტკიცებას. 

ქალწული
მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. გააფორმეთ საქმიანი ქაღალდები. შეცდომების თავიდან ასაცილებლად, კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. 

სასწორი
მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან. აუღელვებლად მოაგვარეთ კონფლიქტი კოლეგებთან. 

მორიელი 
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. აგრეთვე არ გასცეთ და აიღოთ ვალი, სესხი. სასურველის მისაღწევად სამსახურებრივი მდგომარეობით ბოროტად ნუ ისარგებლებთ. 

მშვილდოსანი
დღეს თავისუფალი გრაფიკით ვერ იმუშავებთ. უამრავი საქმე და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გექნებათ მისაღები და მოსაგვარებელი. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, რომლებიც სამაგალითოები გახდებიან თქვენთვის. 

თხის რქა
შესრულებული საქმეების გამო შექება და ჯილდო გელით. თქვენით ახლობლებიც იამაყებენ. გამარჯვება საღამოს, ოჯახურ წრეში აღნიშნეთ. 

მერწყული
საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ დროულად დაასრულოთ. აგრეთვე, ნუ გადატვირთავთ კუჭს მავნე საკვებით. 

თევზები
მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან. დღის განმავლობაში მოსალოდნელია შეფერხება, დაგვიანება. თუ შეცდომების დაშვება არ გსურთ, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები