0 0 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

GEM fest - ვარსკვლავების ცვენა ანაკლიაში

 GEM fest-ის ორგანიზატორები აღარ ხუმრობენ. ლაინ-აფის მესამე ნაწილი გამჟღავნებულია. 29 ივნისს „რუფტოპში“ შეკრებილ მედიის წარმომადგენლებსა და ფესტივალის მეგობრებს აპლოდისმენტები არ დაგვიშურებია, რადგან გაირკვა, რომ არმინ ვან ბიურენთან, Dubfire-თან, Who Made Who-სთან, David August-თან ერთად, ანაკლიაში, რამდენიმე სცენაზე, ჟანრის მოყვარულები ელენ ელიენის, პეტრე ინსპირესკუს, დიჯეი ლუჩიანოს კომპოზიციების დეციბალებზეც იძიგძიგებენ.

 ამასობაში ისიც გაირკვა, რომ ელექტრონული მუსიკის სიყვარულის გარდა, ანაკლიაში სხვა ჟანრებისადმი სიმპათიაც არ ისჯება - ჩვენ წინაშე წარდგებიან ნინო ქათამაძე, „ლაუდსპიკერსი“ და კიდევ ოთხი ქართული ბენდი, რომელთა ვინაობას ორგანიზატორები მოგვიანებით გაამჟღავნებენ. სანამ დროა და ბილეთები კიდევ არ გაძვირებულა, eventer.ge-ზე 9-დღიანი მულტიპასის შეძენა 150 ლარად შეგიძლიათ, სტუდენტებს ფასდაკლებით - 100 ლარად. სხვა შემოთავაზებებისთვის ესტუმრეთ საიტს gem-fest.com.

რაც შეეხება მონაწილეებს - როგორც ზევით აღვნიშნეთ, ანაკლიაში ფესტივალზე „ლაუდსპიკერსაც“

ლევან ცხვარაძე, „ლაუდსპიკერსის“ სოლისტი:
- ეს შემოთავაზება ჩვენთვის მოულოდნელი იყო, რადგან ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრ ექსპერიმენტზე წავედით (იღიმის). დიდი პატივია ისეთი არტისტების გვერდზე დაკვრა, ვინც დასახელებულია. ჩვენ Who Made Who-სთან ერთად გამოვდივართ… მგონი, სინათლე გამოჩნდა გვირაბის ბოლოს და იმედია, იქნება კარგი დამოკიდებულება ამ ფესტივალის მიმართ. არტისტები, ვინც ჩამოდიან, ჩვენც დაგვეხმარებიან განვითარებაში. ვიცი, რომ სხვა ბენდებიც იქნებიან გამიხარდა, რომ ნინო ქათამაძეც გამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები