ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ვერძი
2015 წლის ზაფხულში ვერძმა კარგად უნდა დაისვენოს და ახლობელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროს. ივლისის თვე პროფესიული თვალსაზრისით თქვენთვის არც ისე ხელსაყრელია, ვარკვლავების ყურადღება უფრო რომანტიკული ურთიერთობებისა და ოჯახისკენ არის მიპყრობილი. თუმცა თუ მუშაობის გარეშე ცხოვრება არ წარმოდგიდენიათ, ოფისისა და დოკუმენტების მოწესრიგებით დაკავდით. შესაძლოა საწარმოო შენობების რემონტსა და გაფართოებასაც მიხედოთ. დაქირავებული ვერძები შვებულებას აიღებენ და ძალიან სწორადაც მოიქცევიან, რადგან ამ პერიოდშიექსტრაორდინალური და მნიშვნელოვანი სამსახურში არაფერი მოხდება. ვარსკვლავები შვებულებაში გასვლამდე საქმეების მოწესრიგებას გირჩევენ, რათა დასასვენებლად ყოფნისას ხელმძღვანელობამ თუ კოლეგებმა პრეტენზიებით არ შეგაწუხონ. ვერძის ფინანსური მდგომარება ნეიტრალური იქნება, არც განსაკუთრებული შემოსავლები და არც დიდი ხარჯები გექნებათ. ივლისის დასაწყისში ახლობელი ადამიანებისგან საჩუქრები და ფინანსური სიურპრიზები გელით.
ივლისი შესანიშნავი თვეა სასიყვარულო თუ სხვა პირადი ურთიერთობების განსამტკიცებლად. წყვილები და ოჯახები ერთმანეთს მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობენ და ეს ორივე მხარეს დიდ სიხარულს მოუტანს. შესაძლოა ახლობელ ადამიანებთან რაიმე გაუგებრობა შეგექმნათ (უფრო თვის დასაწყისში), მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან მალევე მოგვარდება და თქვენს მომავალზე გავლენას არ მოახდენს. ურთიერთობები მთელი ზაფხულის განმავლობაში პრაქტიკულად იდეალური იქნება. ვერძების რომანტიულ ცხოვრებაში დგება ეტაპი, როდესაც ისინი სერიოზულ ქმედებაზე გადასვლას და ოჯახის შექმნაზე ფიქრს იწყებენ. ვენერა და იუპიტერი ვერძს კეთილი თვალით უყურებენ, რისი წყალობითაც შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, ვის გვერდითაც მთელი ცხოვრების გატარება მოგინდებათ. ივლისში ვერძის ენერგეტიკული პოტენციალი არც ისე მაღალია. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების მქონე ვერძები.
კურო
საერთო სიჯანსაღე და ენერგიულობა – ეს ის საჩუქრებია, რომლითაც კუროებს ივლისის მფარველი ვარსკვლავები დააჯილდოვებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს წინ მრავალი მოულოდნელი და სასიამოვნო მომენტი ელით. პროფესიული სფეროს ძირითადი თემა საზღვარგარეთული პარტნიორობის ინტენსიური განვითარება შეიძლება გახდეს. აღადგენთ ძველ კონტაქტებს და თვის მიწურულს ძველ მეგობრებთან და კოლეგებთან შეხვედრებიც გელით. თუმცა ურთიერთობა მთლად დაუბრკოლებლად არ წარიმართება, ზოგიერთ საქმიან საკითხთან დაკავშირებით გართულებებია მოსალოდნელი. შესაძლებელია ეს ყველაფერი კანონთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუმცა თქვენ ყველაფერს გადალახავთ, რადგან მიზნებიც და გეგმებიც სრულიად რეალური გაქვთ. ადგილიდან დაიძვრება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხი და ამჯერად კომპრომისული შეთანხმების მიღწევას შეძლებთ. თუ თქვენი ბიზნესის სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გაფართოებას გეგმავთ, ეს თვე მთელ 2015 წელიწადში მსგავსი საქმისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი იქნება. კუროს ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია. ჩვეულ შემოსავლებთან ერთად უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებიდანაც საკმაოდ სერიოზულ მოგებას მიიღებთ. თუ კურო ბიზნეს სამყაროსთან დაკავშირებული არ არის, მას ოჯახის უფროსი წევრების მატერიალური მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს.
კუროს პირად ცხოვრებაში ახლა ცვლილებები ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს. თუ სხვა ქვეყანაში ან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა გნებავთ, ეს პერიოდი ძალიან ხელსაყრელი იქნება და გადაწყვეტილების მიღებას ნუღარ გააჭიანურებთ. მთელი ოჯახი კონცენტრირებულია ერთი მიმართულებით და ერთობლივი ძალებით იოლად გაუმკლავდებით ამ სადავიდარაბო საქმეს. ნათესავებთან ურთიერთობა დაგეძაბებათ, რადგან ძალიან კონფლიქტური პერიოდია და დაპირისპირება ძალიან წვრილმანი მიზეზით შეიძლება გაჩაღდეს. შეყვარებული კუროები კი პირიქით, უფრო გააღრმავებენ და განამტკიცებენ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ივლისში კუროს ჯანმრთელობაზე საწუწუნო არაფერი ექნება, თუმცა ზომიერად ძილისა და ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობას მაინც ნუ დაივიწყებს.
ტყუპები
ივლისში ტყუპები საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის იბრძოლებენ და პერიოდიც ამ საქმისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება. ბედნიერების უფლება უკვე დიდი ხანია დაიმსახურეთ. ამ თვეში ბევრი ადამიანი ისვენებს, მათ მსგავსად ტყუპებსაც შეუძლიათ თავს შვებულების აღებისა და დროის მშვიდად და სასიამოვნოდ გატარების უფლება მისცენ. პროფესიულ ასპარეზზე სრული სიმშვიდე სუფევს, რაც კარგად მოფიქრებული და გათვლილი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგცემთ. ივლისი ძალიან კარგი დროა ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ამ პერიოდში თქვენი საქმიანი ცხორების უდიდესი ნაწილი სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობა იქნება, რაც სამომავლოდ პოზიტიური შედეგების მომტანი აღმოჩნდება. ტყუპებს წინ სასიამოვნო მოგზაურობა ელით, რაც გაჯერებული იქნება არა მხოლოდ შთაბეჭდილებებით, არამედ გამოსადეგი კონტაქტების დამყარებითაც. შესაძლოა ამ თვეში ბევრი ძველი, გაჭიანურებული პრობლემის მოგვარება მოახერხოთ. თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გნებავთ, სახლის გამოცვლა იქნება ეს თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადასვლა – ძალიან კარგი დროა, დაუყოვნებლივ დაიწყეთ საორგანიზაციო და ფინანსური საკითხების მოგვარება. ტყუპების მატერიალური მდგომარეობა ივლისში სტაბილური არ იქნება. საქმე ისაა, რომ ასეთი მდგომარეობა არა შემოსავლების ნაკლებობის, არამედ უამრავი მოულოდნელი ხარჯის ბრალია, რომლებიც დღითიდღე იმატებს. ეცადეთ ფულთან მიმართებაში რაციონალურობა გამოიჩინოთ, 2015 წლის ივლისში სერიოზულ ვალებში აღმოჩენის ალბათობა მაღალია.
ტყუპების პირად ცხოვრებაშიც ჰარმონია სუფევს. ამ ნიშნის დაოჯახებული წარმომადგენლები საცხოვრებელი ადგილის შეცვლას გეგმავენ. თქვენს ზოგიერთ ახლობელსაც ამჟამად ძალიან წარმატებული პერიოდი უდგათ, რაც დიდ სიხარულს განიჭებთ. მარტოხელა ტყუპები ივლისში თავიანთ მეორე ნახევარს შეიძლება შეხვდნენ. სავარაუდოდ, ამ ადამიანს ან მოგზაურობისას იპოვით, ან საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანების წრეში. შეყვარებულ წყვილებს შორის გახშირდება კამათი და უსიამოვნება, თუმცა სერიოზულ ნეგატიურ შედეგებამდე საქმე არ მივა. ტყუპების ენერგეტიკული პოტენციალი ივლისში საკმაოდ მაღალია, თუმცა ვარსკვლავები ამ ნიშნებს ჯანსაღი კვებისთვის სათანადო ყურადღების მიქცევას ურჩევენ. ამ თვეში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის დაავადებების გართულება.
კირჩხიბი
კირჩხიბი მზადაა ახალი იდეებისა და პროექტების განხორციელებისთვის. ეცადეთ, საკუთარი თავის რწმენა მოიკრიბოთ და ლიდერის როლი მოირგოთ. 2015 წლის ივლისში კირჩხიბებს ყველაფერი გამოუვათ – ახალი იდეების გენერირება, ახალი საქმის წამოწყება, მასშტაბური მიზნების დასახვა და განხორციელება. თუმცა მხედველობაში იქონიეთ, რომ თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან მცირედი სირთულეები მაინც შეიძლება შეგექმნათ. თვის დასაწყისში მოსალოდნელია კონფლიქტები სერიოზულ თემებზე, რაც საქმის სამომავლო განვითარების შესახებ თქვენეულ და მათეულ წარმოდგენას შეეხება. მოულოდნელად შეიძლება გააქტიურდეს ძველი პრობლემებიც. ბუნებრივია, რამდენადაც მათ წარსულშიც შესჯახებიხართ, ამჟამინდელი გააქტიურება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. ურთიერთობა პოზიტიურ ტალღაზეა საზღვარგარეთელ პარტნიორებთან, თუმცა ჯერჯერობით ყველაფერი მხოლოდ პროექტების განხილვის ეტაპზეა. ივლისში კირჩხიბის ფინანსური მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება, პოზიტიურიც კი. შემოსავლები არც იგვიანებს და იმატებს კიდეც. წარმატებული იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელვადიანი კონტრაქტების დადება. თვის ბოლოს შეიძლება დაგიბრუნონ ძველი ვალი, რაც თქვენს ბიუჯეტს საგრძნობლად გაზრდის.
კირჩხიბის პირადი ცხოვრება მეტისმეტად ემოციური და შეიძლება ითქვას, აგრესიულიც კია. კონფლიქტები წარმოიქმნება მუდმივად, ყოველგვარი ნიადაგის გარეშე და სამწუხაროდ, მათი ნაწილი საკმაო ხანს გასტანს. ზოგიერთი კირჩხიბის ოჯახში ასეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია გრძელდება და შესაძლოა საქმე განშორებამდე სწორედ ამ თვეში მივიდეს. მით უფრო, რომ კირჩხიბებს თავად არანაირი სურვილი არ აქვთ, ურთიერთობის გადასარჩენად იბრძოლონ. თუ განშორების და საბოლოო წერტილის დასასმელად გამბედაობა არ გყოფნით, მოთმინება მოიკრიბეთ და იქნებ სიტუაცია დროთა განმავლობაში კვლავ სასიკეთოდ შემოტრიალდეს. კირჩხიბის ჯანმრთელობას თვის პირველ ნახევარში არაფერი ემუქრება, აი, ივლისის მიწურულს უნდა ეცადოთ, ჯანსაღად იკვებოთ და სრულფასოვნად დაისვენოთ.
ლომი
ივლისში ლომს მშვიდი და ზომიერი ცხოვრების სურვილი გაუჩნდება. ეცადეთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ დღევანდელი დღით, რადგან მომავალი არსად გაიქცევა, წარსული უკვე ჩავლილია და ახლა თქვენი ყოველდღიურობა სასიამოვნო მომენტებითაა აღსავსე. ლომის საქმიან ასპარეზზე არსებითი წინსვლა არ დაფიქსირდება. პირიქით, შეიძლება შეგექმნათ პრობლემები, რომლებიც წარსულში დაუსრულებელ საქმეებთან იქნება დაკავშირებული. ისინი არც ისე სერიოზულია, თუმცა უკვე დროა, გულდასმით მიუდგეთ მათი ამოწურვისა და უკან მოტოვების საქმეს. მით უფრო, რომ ამ პერიოდში მენეჯერ და ბიზნესმენ ლომებს მოულოდნელი შემოწმებები ელოდებათ. ეცადეთ, ყველა საქმე და საბუთი სრულ წესრიგში გქონდეთ. ამ თვეში მოსალოდნელია ძველი კონტაქტების გააქტიურება, სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან ურთიერთობა საკმაოდ ინტენსიური გახდება. ახლა ეს ურთიერთობები საკმაოდ რთულ ეტაპზეა, თუმცა ნუ ინერვიულებთ, აგვისტოს დასაწყისში ყველა საკითხის ერთმანეთთან შეთანხმებას მოახერხებთ. ჯერჯერობით კი მოთმინება მოიკრიბეთ და ბეჯითად იმუშავეთ. ლომის ფინანსური მდგომარეობა ივლისში არც ისე სახარბიელოა. ოჯახურ და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი ხარჯი გექნებათ.
ივლისში ლომის პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, ხანშიშესული ნათესავების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება მოგიხდეთ. შორეული ნათესავები კი თქვენდამი არც ისეკეთილგანწყობილნი არიან და ამიტომ მათთან კონფლიქტია მოსალოდნელი. გართულდება ურთიერთობა შეყვარებულ წყვილებს შორისაც, თუმცა ეს სიტუაცია აგვისტოსთვის უკვე ყოველგვარი ნეგატიური შედეგის გარეშე იქნება მოგვარებული. ივლისში ლომებს ფინანსურმა და პროფესიულმა უსიამოვნებებმა გვერდი შეიძლება აუაროს, თუმცა ჯანმრთელობაზე ამას ვერ ვიტყვით. უკიდურესი ყურადღებით მოეპყარით თქვენს ორგანიზმს, ეცადეთ არ გადაიღალოთ და ძილი არ მოიკლოთ. სასურველია მსუბუქი დიეტის დაცვა კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენციისთვის.
ქალწული
ქალწულებისთვის ივლისი წინააღმდეგობებით აღსავსე თვე იქნება. სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში უამრავი თქვენი თუ სხვისი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ და თან ამ ყველაფრისთვის საჭირო თანხების გაღებაც თავად მოგიხდებათ. მთავარი პროფესიული ამოცანა ამ თვეში რთული ფინანსური საკითხების მოგვარება იქნება, რომლებიც მეგობრებთან და ზოგიერთ მაღალჩინოსანთან არის დაკავშირებული. რთული, მაგრამ სრულიად რეალური ამოცანის წინაშე დგახართ, ამიტომაც თვითკონტროლს ნუ დაკარგავთ და მოთმინება მოიკრიბეთ. უთანხმოებების უმეტესი წილი თვის დასაწყისსა და დასასრულზე მოდის, უკვე აგვისტოში კი მათი უმრავლესობა მოგვარებული იქნება. სავარაუდოდ, საუბარია ძველ ვალებზე ან მოუგვარებელ პრობლემებზე, რომლებსაც სწორედ ახლა მოუღებთ ბოლოს თქვენი შესაშური სიმტკიცისა და გულმოდგინების წყალობით. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები დაუბრკოლებლად მიდის და აგვისტოში ისინიც დასრულდება. ივლისის თვეში ქალწულის ფინანსური მდგომარეობა მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის, რადგან მას ფულადი პრობლემები ექნება. ბიზნესმენი ქალწული გაკოტრებამდეც კი შეიძლება მივიდეს, ხოლო ამ ნიშნის სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც ბიზნესთან დაკავშირებულნი არ არიან, ახლობელი ადამიანებისა თუ ოჯახის წევრების საჭიროებებისთვის მოუწევთ დიდი თანხების გაღება.
ივლისი ქალწულის პირად ცხოვრებაშიც ერთგვარ არეულობას შეიტანს. შეყვარებულებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი შეხედულებები არსებით საკითხებზე ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. გამორიცხული არ არის ფინანსური ხასიათის უთანხმოებებიც. მშობლებს პრობლემები ექნებათ შვილებთან, რადგან მათი საჭიროებებისთვის დიდი ოდენობით ფინანსები გახდება საჭირო და თავისთავად, ეს არ მოგეწონებათ. მთლიანობაში პრობლემური თვის მიუხედავად, ჯანმრთელობის თვალსაზრისით ქალწულებს არაფერი ემუქრებათ. პირიქით, ისინი სიცოცხლითა და ენერგით სავსენი და ძალიან მომხიბლავები იქნებიან.
სასწორი
ივლისი შესაფერისი თვეა ავანტიურებისა და რისკზე წასასვლელად, ამიტომ სასწორის მიდგომა ცხოვრებისეული მოვლენებისადმი უნდა იყოს – მეტი საქმე და ნაკლები ლაპარაკი. ამ პერიოდში სასწორს ხშირად მოუწევს რთული გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობის კისრება. გამორიცხული არ არის, რომელიმე ოპონენტი ან პარტნიორი არაკორექტულად მოიქცეს, ამ სიტუაციაში სასწორს მედგარი წინააღმდეგობის გაწევა მოუხდება. თანაც ამ პერიოდში ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან და თქვენი პიროვნება სხვათათვის სტაბილურობისა და შინაგანი რწმენისერთგვარი ოაზისია. სწორედ ამიტომ, ივლისში გარშემომყოფები თქვენკენ მოიწევენ და ნებისმიერი სახის ბატალიებში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. იარეთ წინ და დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან არ გადაუხვიოთ. მით უფრო, რომ შექმნილ პრობლემებთან ბრძოლაში ამ პერიოდში მეგობრები და ნათესავებიც მხარში დაგიდგებიან, თუმცა არც დამოუკიდებლად გაგიჭირდებათ დაბრკოლებების გადალახვა. სასწორის ფინანსური მდგომარეობა ივლისში სტაბილური და პოზიტიურია. შემოსავლები რეგულარულია, ზრდის ტენდენციით. მოულოდნელი თანხების შემოდინება თქვენს ბიუჯეტში მოსალოდნელია 6, 7, 14-16 და 24-26 ივლისს.
სამწუხაროდ, პირად ცხოვრებაში ის მკვეთრი მეთოდები, რასაც საქმიან ასპარეზზე წარმატებით იყენებთ, არ გამოგადგებათ. ეს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ იმ სასწორებს, ვისაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სირთულეები აქვს. მათი მხრიდან გამოთქმულ პრეტენზიებსა და ბრძანებებზე სასწორმა შესაძლოა აგრესიით უპასუხოს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ასტროლოგები გირჩევენ, მკვეთრი რეაქციები სამსახურისთვის შეინახოთ და პირად ცხოვრებაში მეტი დიპლომატია გამოიჩინოთ, როგორც უნდა გიჭირდეთ ასე მოქცევა. ივლისში არ არის გამორიცხული უკვე მოზრდილ შვილებთან ან ხანშიშესულ ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ. ჯანმრთელობის თვალსაზრისით, საწუხარი არაფერი გაქვთ. ივლისში სასწორის ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ მაღალია, თუმცა უნდა ეცადოთ, რომ მოზღვავებული ენერგია კეთილი და საჭირო საქმეებისკენ მიმართოთ.
მორიელი
ივლისი მორიელისთვის პოზიტივით სავსე თვე იქნება. თქვენ მიიღებთ უამრავ სასიამოვნო შთაბეჭდილებას და პირველად, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, მისცემთ თავს მოშვებისა და არაფერზე ფიქრის უფლებას. პროფესიულ ასპარეზზესრული წესრიგი სუფევს. ბევრი პრობლემა, რომლებსაც გასაღებს ვერ უძებნიდით, მოგვარდება და წარსულს ჩაბარდება. დასრულდება გაუთავებელი შემოწმებები მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, მოგვარდება იურიდიული ხასიათის საკითხები. ამ თვეში მორიელის ჰორიზონტზე კვლავ გამოჩნდებიან ძველი და საიმედო პარტნიორები, რომლებთან ურთიერთობის აღდგენაც ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება. წარმატებულად მიდის თანამშრომლობა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ კონტრაქტორებთანაც. მთლიანობაში, სიტუაცია უფრო კარგია, ვიდრე უბრალოდ წარმატებული. ივლისში მორიელს გადაუხდიან ფულს, რომლის მიღების იმედიც უკვე დაკარგული ჰქონდა.
2015 წლის ივლისი თქვენთვის ყველანაირად წარმატებული თვეა – ეს მდგომარეობა სასიყვარულო ასპარეზზეც ვრცელდება. შეყვარებული მორიელი ბოლოს და ბოლოს აისრულებს სანუკვარ სურვილებს, განახორციელებს ყველა დასახულ გეგმას და ბოლოს და ბოლოს, მეგობრებისა თუ ნაცნობების მოსაზრებების მიღმა ცხოვრებას შეძლებს. ეს ძალიან სწორი მიდგომაა, რადგან ეს ხომ თქვენი ცხოვრებაა და შესაბამისად, თქვენვე უნდა წყვეტდეთ, რა გინდათ და როგორ. ივლისში მორიელს შეყვარებულთან ან მეუღლესთან ერთად მოგზაურობა ელის. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალოს. მოწესრიგდება ურთიერთობები ნათესავებთან და მეგობრებთან. ივლისში მორიელი სავსეა სასიცოცხლო ძალებით, იგი ჯანმრთელობასა და მიმზიდველობას ასხივებს, რაც შეუძლებელია ყველა გარშემომყოფს თვალში არ ეცეს და ისინი გულგრილად დატოვოს.
მშვილდოსანი
ივლისი მშვილდოსნებს დასვენებისთვის განაწყობს და თუ ვარსკვლავების რჩევას გაითვალისწინებთ, საბოლოოდ გაცილებით მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე მუხლჩაუხრელი მუშაობისგან. თუ შვებულების აღებას მაინც ვერ ახერხებთ, გახსოვდეთ, თვის პირველი და მეორე დეკადა შესანიშნავი დროა საკუთარ ფიქრებსა და გეგმებში გასარკვევად, ოფისსა თუ სახლში წესრიგის დასამყარებლად. თვის მესამე დეკადა უფრო დინამიური იქნება. ამ დროს შეხვდებით ბევრ საინტერესო ადამიანს, რომლებიც არათუ სასიამოვნო შთაბეჭდილებებს დაგიტოვებენ, არამედ საკმაოდ სასარგებლო ნაცნობები გამოდგებიან. განამტკიცეთ ურთიერთობები სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მცხოვრებ კოლეგებთან – სწორედ საზღვარგარეთიდან მიიღებთ წინადადებას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. მართალია, ამ წინადადების განხორციელებაზე ბევრი მუშაობა დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირებული იქნება. მშვილდოსნის ფინანსური მდგომარეობა ივლისში ისეთი არ არის, როგორსაც თავად ისურვებდით. ხარჯები ძირითადად ოჯახურ საზრუნავთან და პირად ცხოვრებასთან იქნება დაკავშირებული.
თხის რქა
ივლისში თხის რქა ხშირად გადააწყდება გარშემომყოფთა განსხვავებულ აზრებს და ხანდახან, შესაძლოა მისი გათვალისწინებაც მოუხდეს. ეს თვე ერთგვარი გამოსაცდელი პერიოდი იქნება საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ისინი საკმაოდ ბევრ პრეტენზიას გამოთქვამენ, თქვენ კი არ გინდათ მოუსმინოთ და აღიაროთ. შედეგად საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას, რაც მოუგვარებელი ფინანსური საკითხების გამო კიდევ დამძიმდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტუაცია თქვენთვის სიახლე არ იქნება, რადგან მსგავს პრეტენზიებს ადრეც გადაწყდომიხართ. გამორიცხული არ არის, ამ პერიოდში იურიდიული გართულებებიც მოხდეს, ამიტომ ეცადეთ ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ. თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდით, რჩევისთვის გამოცდილ ადამიანებს მიაკითხეთ, ნურაფრის მოგერიდებათ – ისინი ამ პერიოდში დახმარებისთვის მზად არიან. თუ საჭირო იქნება, მეგობრებიც გვერდში დაგიდგებიან. 2015 წლის ივლისის ფინანსური ჰოროსკოპი სტაბილურობით არ გამოირჩევა, რადგან საქმიანი პარტნიორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და სხვა პროფესიული უსიამოვნებების მოგვარებას საკმაოდ სერიოზული თანხები შეიძლება დაჭირდეს.
მერწყული
ივლისში მერწყულისთვის ბრწყინვალე თვე იქნება. შეგიძლიათ ყველაზე თამამი მიზნები დაისახოთ და მათ მისაღწევად გეგმებიც დააწყოთ. მთავარია, ეს ყველაფერი თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყოს. მერწყული კარიერულ კიბეზე საგრძნობლად მაღლა აიწევს. რიგითი თანამშრომლები ამ თვეში დაწინაურდებიან, ბიზნესმენები კი პერსპექტიულ კონტრაქტს გააფორმებენ და ფინანსურად ძალიან მომგებიანი პროექტის განხორციელებას დაიწყებენ. მართალია, ეს პერსპექტივები სამომავლოა, მაგრამ შედეგისთვის ცდა დიდხანს არ დაგჭირდებათ. რაც ყველაზე მთავარია, ივლისში მერწყულები უკან მოიტოვებენ პრობლემებს, რომლებიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევდათ. პარტნიორებთან ურთიერთობა ნორმალიზდება, სადავო საკითხებიც შედარებით მარტივად გვარდება. შესაძლოა, გარკვეულ თემებზე კონსესუსს ჯერ ვერ მიაღწიოთ, მაგრამ საქმის ჩავარდნის საფრთხე მაინც აღარ გემუქრებათ. წარმატებულად წარიმართება საზღვარგარეთელ პარტნიორებთან ურთიერთობის აწყობის საქმეც. ივლისში მოსალოდნელია წარმატებული მივლინებები და ახალი კონტრაქტების დადება. განაგრძეთ ბიზნესის ამ მიმართულებით განვითარება. მერწყულის მატერიალური მდგომარეობა მყარდება და ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია, ის კიდევ კარგა ხანს გასტანს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ფინანსური კიბის მომდევნო საფეხურზე აინაცვლებენ, რაც მათ საკუთარი ძალებისა და მომავლის რწმენას მიანიჭებს.
თევზები
ივლისის თვეში თევზების ზრუნვის საგნად გარშემომყოფები – ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები იქცევიან. ეს თვე თქვენთვის სამსახურისა და ფინანსების კუთხით მაინცდამაინც ხელსაყრელი არ არის. დროა, პირად საქმეებსა და პრობლემებს მიხედოთ. თუ შესაძლებლობა გექნებათ, შვებულება აიღეთ და დაისვენეთ, მით უფრო, რომ საქმიან სფეროში განსაკუთრებული არაფერია მოსალოდნელი. თუ მაინცდამაინც მუშაობის გარეშე მოსვენებას ვერ პოულობთ, მიმდინარე საქმეები მოაწესრიგეთ. ეს ძალიან კარგი წამოწყება იქნება, რადგან სამომავლოდ სერიოზული შემოწმებები გელით, რისთვისაც გულდასმით უნდა მოემზადოთ. ივლისი კარგი თვეა სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში მცხოვრებ პარტნიორებთან კონტაქტების დამყარებისა და გაღრმავებისთვის. მენეჯერ თევზებს შეუძლიათ ბრმად ენდონ თანამშრომლებს, ეს უკანასკნელნი კი ხმაშეწყობით იმუშავებენ თავიანთ კოლეგებთან. არანაირი ჩხუბები და ინტრიგები ამ თვეში მოსალოდნელი არ არის. თევზების ფინანსური მდგომარეობა ამ პერიოდში სტაბილურობით არ გამოირჩევა. საქმე არა მხოლოდ ფულის უკმარისობაში, არამედ უზარმაზარ ხარჯებშია. ნებისმიერ შემთხვევაში, ხარჯვისას ფრთხილად იყავით, მფლანგველობას ნუ გამოიჩენთ.
წყარო:http://friday.ge/
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები