0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. შეუსრულეთ დანაპირებები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, სამყაროს შესაცნობად. 

კურო 
მოსალოდნელია ურთიერთობის გარჩევა და ეჭვიანობის გამო კამათი. ნუ გაართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. 

ტყუპი
დასვენების, გართობისა და მოგზაურობის საშუალება მოგეცემათ. დაგებადებათ უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებაც ორშაბათიდან უნდა დაიწყოთ. დღეს უნდა დაისვენოთ, მოდუნდეთ. 

კირჩხიბი
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტენ. თუ საკუთარ და პარტნიორის გრძნობებში დარწმუნებული ხართ, დაოჯახებას ნუღარ გადადებთ. 

ლომი
დღეს ოჯახის წევრებით, შვილებით იამაყებთ. სასიყვარულო თავგადასავალი ცხოვრებას გაგიხალისებთ. რთულ სიტუაციაში მეგობრები არ მიგატოვებენ. 

ქალწული
დასვენების დღეა! არ გადაიღალოთ საქმეებით. ნაკლებად აკრიტიკეთ და აკონტროლეთ გარშემო მყოფები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. 

სასწორი 
კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და სასიყვარულო თავგადასავლისთვის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. რაც უფრო მეტს გასცემთ, მით ბედნიერად იგრძნობთ თავს. 

მორიელი
მავნე ჩვევები თქვენს ორგანიზმზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, დროა, გათავისუფლდეთ მათგან. იუმორით შეხედეთ ყველაფერს და ხშირად გაიღიმეთ. 

მშვილდოსანი
დღეს თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნის უნახავი მეგობრები, ნათესავები და შეიძლება ყოფილი შეყვარებულებიც გამოჩნდნენ. აგრეთვე, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით და ეცადეთ, საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. 

თხის რქა
დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. მოაგვარეთ ფინანსური, უძრავი ქონების საკითხები. გამონახეთ დრო ნათესავების პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ზედმეტ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ საკუთარ თავზე. 

მერწყული
კარგი დღეა საყიდლებისთვის, მათ შორის უძრავი ქონების. მოსალოდნელია სტუმრიანობა. ამიტომ მოემზადეთ, დასვენების საშუალება არ მოგეცემათ. 

თევზები
ენერგიული და მხიარული ხართ. კარგი დღეა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად, - დაანებეთ თავი მოწევას, გააუმჯობესეთ ურთიერთობა განაწყენებულ ახლობლებთან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები