0 0 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა მონანიებისა და განახლებისთვის; აგრეთვე, ქორწინებისთვის. დღეს ზედმეტად სენტიმენტალური იქნებით და ყველაფერზე გული აგიჩუყდებათ. 

კურო 
მოაგვარეთ ოჯახური საკითხები. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. აგრეთვე, ყური დაუგდეთ მის რჩევებს, კომპეტენტური რომ არ იყოს კონკრეტულ საკითხში, მაინც. 

ტყუპი
სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. განსაკუთრებით, როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება. 

კირჩხიბი
მგზავრობისას, უცხო ადგილას საინტერესო შეხვედრები და თავგადასავლები გელით. დღეს ნუ დარჩებით სახლში ნებისმიერი საშუალება გამოიყენეთ, რომ იმოგზაურთ, თუნდაც მოკლე მანძილზე. 

ლომი
დღეს უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. სხვა დღისთვის გადადეთ საქმიანი შეხვედრები. კარგი დღეა ბინის რემონტისთვის, ინტერიერის შესაცვლელად. 

ქალწული
საყვარელი ადამიანის გამო საკუთარი გეგმების შეცვლა მოგიწევთ. თქვენ ის ადამიანი არ ხართ, ვინც სიახლეებს უშინდება. გაბედულად იმოქმედეთ და აუცილებლად მიაღწევთ სასურველს. 

სასწორი 
კარგი დღეა ახალ ბინაში გადასასვლელად. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ბავშვებს ფსიქოლოგიურ და მატერიალურ დახმარებაზე უარი არ უთხრათ. 

მორიელი
ნუ ენდობით ნურც ადამიანებს, ნურც ინფორმაციებს, ყველაფერი გადაამოწმეთ. სიფრთხილე გმართებთ ახალგაცნობილებთან; სასიყვარულო პარტნიორის მიმართ კი - მეტი მზრუნველობა. 

მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო ცვლილებები გელით. შეიძლება ოჯახში ახალი წევრი შემოგემატოთ. დღის განმავლობაში მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავლები. 

თხის რქა

ყურადღებით იყავით, მოთაფლული ლაპარაკით ვინმემ არ დაგაბნიოთ, არ მოგატყუოთ, ავანტიურაში არ გაგხვიოთ, ან რაიმე ინფორმაცია არ გამოგძალოთ. დღეს შეიძლება წარმატებაც განიცადოთ, მარცხიც და შურიც. 

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. მესიჯებით და ზარებით "შეგაწუხებთ". გირჩევთ, რომანტიკული განწყობა გულში შეინახოთ და თქვენი გატაცების შესახებ არავის მოუყვეთ. 

თევზები
უმჯობესია, მოაგვაროთ ფინანსების საკითხები, ვიდრე სამომავლოდ გ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები