მსოფლიო
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სტიქიის დროს მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს აუცილებელ რჩევებს აძლევს
2015-06-18 13:11:11
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის სტიქიით დაზარალებულ კერებში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს და აძლევს შემდეგ რჩევებს:
ეპიდემიის გავრცელების საფრთხე ცხოველების ლეშებთან დაკავშირებით მინიმალურია. მათი მოძიების შემთხვევაში მიმართეთ სამაშველო სამსახურს;დალიეთ მხოლოდ ბოთლის წყალი;არ გამოიყენოთ საკვებად მალფუჭადი ან დაბინძურებული პროდუქტი;კვების, ტუალეტით სარგებლობისას, სიგარეტის მოწევის წინ და ნებისმიერი დაბინძურების შემთხვევაში დაიბანეთ ხელები სუფთა წყლითა და საპნით;მუშაობისას სხეული მაქსიმალურად დაიფარეთ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით;სითბური და მზის დაკვრის თავიდან აცილების მიზნით ჩაიცვით ღია ფერის ტანსაცმელი და გამოიყენეთ ქუდები და თავსაბურავები;ნუ იმუშავებთ შიშველი ხელებით, გამოიყენეთ სამუშაო ხელთათმანები;მტვრისაგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღბები;გაკაწვრის ან კანის სხვა დაზიანების შემთხვევაში ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, მათ შორის ტეტანუსის, ჩამოიბანეთ ნებისმიერი ჭრილობა საპნით და სუფთა წყლით და მიმართეთ სამედიცინო პუნქტებს. ტეტანუსის აცრის მისაღებად 24 საათის განმავლობაში მიმართეთ იმუნიზაციის ცენტრს - ქ.თბილისი, ტაშკენტის ქუჩა #10.ნუ შეეჭიდებით ისეთ სამუშაოს, რომელიც აღემატება თქვენს ძალებს, განსაკუთრებით ორსულები და მცირეწლოვანები.დაიცავით ჰიგიენის წესები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595956156; 595956151
კომენტარები