0 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,21 წლის შემდეგ წახვედი მარად ახალგაზრდად დარჩენილ მამიკოსთან, ჩემო ანგელოზო ის გაგიმთელებს ნატკენ გულს“

მარიამ ქუთელია ივლიტა ჯიბუტის კურსელი და მეგობარი იყო. სტიქიის დროს მარიამი ივლიტასთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა. მაშველებმა მხოლოდ ივლიტას მეუღლის გადარჩენა შეძლეს.

 აი რას წერს მარიამის  ფეისბუქ გვერდზე მისი ახლობელი ნინო კოდუა:

21 წლის შემდეგ წახვედი მარად ახალგაზრდად დარჩენილ მამიკოსთან, ჩემო ანგელოზო ის გაგიმთელებს ნატკენ გულს და მოგიშუშებს იარებს. .. მთელი ცხოვრება სწავლაში გაატარე და ძალიან ბევრს მიაღწიე, ჩემო სიცოცხლით სავსე გოგონა, ჩემო სათაყვანებელო, მაგრამ არ დაგცალდა მწვერვალების დაპყრობა - ბედისწერამ გიმუხთლა! შენი სული ჩვენთან დარჩება სამუდამოდ . შეგვინდე ყველას თუ ვინმემ რამე გაწყენინეთ, თუ რამეს ვერ მიგიხვდით, თუ ვერ დაგიცავით ....  ძალიან, ძალიან მიყვარხარ .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები