0 2 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაღაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე“

სტიქიის ღამეს დაღუპული, 22 წლის ინდირა ზარანდიას შეყვარებული ირაკლი ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს: 

 ყველამ ვინც მე მიცნობს იცის რომ ცხოვრებაში არ დამიპოსტავს. ახლა ალბათ იმიტომ, რომ ემოციებისგან ცოტათი მაინც დავიცალო და ყველას დაგანახოთ ჩემი თვალით დანახული ინდირა, რადგან ინდირა მხოლოდ ჩემთან იყო ისეთი ინდირა, როგორი ირაკლიც ვიყავი მე მხოლოდ მასთან. ინდირა იყო ზე ადამიანი ყველაზე კეთილი, მზრუნველი, თბილი და მოსიყვარულე ყოველდღე ცდილობდა ყველა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეეცვა საოცარი ცხოვრების ნიჭით იყო დაჯილდოებული. პირადად ჩემთვის ინდირა იყო იმედი, სიყვარული, ფიქრი, ოცნება მოკლედ ყველა ის გრძნობა რაც ადამიანს ადამიანად ხდის და ეს ყველაფერი 14 ივნისის საბედისწერო ღვარცოფმა გაატანა წყალს ჩემს ინდირასთან ერთად ამ დგის მერე მეც გვამი ვარ უფრო სწორად მოსიარულე გვამი.. მაგრამ დაფწმუნებული ვარ ჩვენ ისევ შევხვდებით სხვა ცხოვრებაში რადგან შეუძლებელია ადამიანმა თავის სულის ნაწილს ვერ მიაგნოს შენ კი ჩემი სრულფასოვანი ნახევარი იყავი, მართალია ამ ცხოვრებაში 21 წელი დამჭირდა შენს საპოვნელად და სულ რაგაც წელიწადსა და სამ თვეში დაგკარგე თუმცა წინ ბევრი სხვა ცხოვრება გვაქვს. მიყვარხარ და მეყვარები ჩემო პატარა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები