0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია ,,ლილო მოლი“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს

კომპანია "ლილო მოლი“ სამძიმარს უცხადებს თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და უერთდება ქართველ ქველმოქმედთა ინიციატივას, შეძლებისდაგვარად, ოპერატიულად დაეხმაროს დაზარალებულებს.

"ლილო მოლის“ ორგანიზებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, სადაც შეგროვდება მეწარმეთა მიერ შემოწირული ტანსაცმელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დაზარალებულთა დასახმარებლად. უამრავი მეწარმე მზად არის, მხარში ამოუდგეს დაზარალებულთ და მონაწილეობა მიიღოს დაზარალებულთა დახმარების საქველმოქმედო აქციაში. ამასთანავე კომპანია ”ლილო მოლი” გადარიცხავს თანხას სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში და ასევე დაეხმარება სტიქიით დაზარალებულებს საკვები პროდუქტებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები