0 4 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კრიტიკული დღეა. გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუოთ, ავანტიურაში არ ჩაგითრიოთ. სიფრთხილე გმართებთ ფიქრებთანაც, შეიძლება ყველაფერი (კარგიც და ცუდიც) აცხადდეს. ახლობლებისგან ზედმეტ მზრუნველობას ნუ ელით. 

კურო 
დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმიანობა მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. თუმცა, მაქსიმალური დაკვირვება გმართებთ, დღეს დაშვებული შეცდომა მომავალში ძალიან "ძვირად დაგიჯდებათ". სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად; ახალ სამსახურში გადასასვლელად. აგრეთვე, რთული საკითხების მოსაგვარებლადაც. 

კირჩხიბი
კარგი დღეა ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-მიღებისთვის. განსაკუთრებით წარმატებული დღე ელით ჟურნალისტ და ლიტარატორ კირჩხიბებს. 

ლომი
უამრავი ვალდებულება დაგიგროვდათ. დღეს ზოგიერთი საქმის მოგვარებას მობილურით, ელექტრონული ფოსტით შეძლებთ. დახმარების სათხოვნელად ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. 

ქალწული
ყველა საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. მთავარია, არ დაიზაროთ და გვერდით გამოცდილი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც რჩევასაც მოგცემენ და მატერიალურადაც მოგაძლიერებენ. 

სასწორი 
კარგი დღეა საყიდლებისთვის. მოსალოდნელია ახალი რომანის დაწყება ან ძველი ურთიერთობების აღდგენა. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. 

მორიელი
დღის პირველ ნახევარში დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, გაისტუმრეთ ვალები, გადასახადები. ფულის გამომუშავების, დაგროვების საშუალება მოგეცემათ. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და მხიარულობა გელით. 

მშვილდოსანი
დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის დაწყება-დასრულება მოგიწევთ. იყავით მაქსიმალურად ყურადღებით და მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. 

თხის რქა
მოსალოდნელია უსიამოვნო ცვლილებები, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით მოგვარდება. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებას. საბუთების, ხელშეკრულებების გაფორმებას და დოკუმენტებზე ხელის მოწერას. 

მერწყული
ნიჭიერი რომ ხართ ამაში არავინ გედავებათ, მაგრამ თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით და მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ. 

თევზები
კარგი დღეა სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. სიფრთხილე გმართებთ წამლების მიღებისას. აგრეთვე, გაფრთხილდით, არ მოიწამლოთ საჭმლით ან სასმლით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები