0 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წუხანდელი წყალდიდობის დეტალები თვითმხილველის მონაყოლიდან

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ერთ-ერთი თვითმხილველი, მაია მაღრაძე აქვეყნებს ჩანაწერს და ყვება თუ როგორ წაიღო წყალმა მის თვალწინ ადამიანი:
"რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდა და შველას ითხოვდა ადამიანი, რომელიც სტიქიამ ახალ გზაზე წამოიღო ავტომობილით მოძრაობისას. მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა(მანქანა განათების ბოძმა გააჩერა) და ტრასებს შორის ამაღლებულ ბეტონზე ავიდა. ბოძს ჩაებღაუჭა. ფარანი ჰქონდა. ანათებდა და განწირულად ყვიროდა. მაღალ სართულზე ვცხოვრობთ და კარგად ვხედავდით ამ უბედურებას. ზუსტად არ ვიცი რამდენჯერ დავრეკე 122-ში. ყოველ დარეკვაზე ვუხსნიდი რაც ხდებოდა. რომ ადამიანი იყო განწირული და შველას ითხოვდა. ვთხოვდი, რომ დაერეკათ თავდაცვის სამინისტროში და რამენაირად ერთი ვერთმფრენი, მძიმე სამხედრო ტექნიკის მანქანა, ან ტანკი მოეთხოვათ. ყოველ ჯერზე მეკითხებოდნენ სად ხდებოდა ეს ამბავი, ყოველ ჯერზე ვუხსნიდი-ბოლოს ყვირილით. ჩემს თვალწინ ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძოდა, დახმარებას ითხოვდა და ვერავინ ვერაფერს ვაკეთებდით.

ერთადერთი ანთებულ ფარანს ვიქნევდი ხელით, იქნებ ხედავს და გამხნევდეს-თქო. რამოდენიმე ათეული მანქანა წაიღო წყალმა. მისი მანქანაც. მერე ყველგან შუქი ჩაქვრა. კიდევ უფრო გადაირია მდინარე. კაცი დაიკარგა. კარგა ხნის შემდეგ ქვევით, მოშორებით დავინახე სინათლე. ისევ განწირული ყვირილი. მორიგ დარეკვაზე 112 მიპასუხა, რომ სხვა საქმეები ჰქონდათ. მერე მოვიდნენ სახანძრო მანქანები, მაშველები, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. შორიდან უყურებდნენ და ანთებული ფარნებით იდგნენ, ვერ მიდიოდნენ(შეუძლებელი იყო). ადამიანი ყვიროდა. ბოლოს საბოლოოდ დაიკარგა მისი ფარნის შუქი და ხმა.

წყალმა როგორც იქნა დაიწია და როგორც კი ტრასაზე გასვლა შესაძლებელი გახდა, მაშველები გავიდნენ და ეძებდნენ. 112-მაც დამირეკა, ვხედავდი თუ არა ისევ. (როცა ვხედავდი, არ აინტერესებდათ).

უტვინობას უბედურება მოაქვს. ამბობდნენ მცოდნე ადამიანები, არ შეიძლება ამ მდინარის ბეტონის ქვეშ მოქცევა და კალაპოტის დავიწროვება. მაგრამ, ახლა ოდესაში რომ ჭიხვინებს, მაგას და
მაგის კომკავშირულ ბრიგადას "იდეები" აწუხებდათ, "ზეიდეები"... ეს არის მაგათი ნაკეთები საქმე. მაოხრებელი გზირი...წყალმა წაიღო, მაგრამ მაინც იმედი მაქვს. ისე იბრძოდა...

კიდევ მივხვდი, რომ საერთოდ არაა ამ ქვეყანაში საჭირო თავდაცვის სამინისტრო. ომს ჩვენ ვერ მოვიგებთ, ერთ ვერტმფრენს და ტანკსაც ვერ გამოვიყენებთ, როცა ამის აუცილებლობაა და სხვა რისთვის, არ ვიცი. უტვინობა მართლა ყველაზე დიდი უბედურებაა..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები