0 4 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიამ’’ ოთხ დევნილ სტუდენტს სწავლა დაუფინანსა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  4 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა. 

კომპანიამ სტუდენტები,  საკუთარი კრიტერიუმების საფუძველზე, მათი ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით შეარჩია. გიორგი შულაია, ირაკლი ლეჟავა, ანი კასრაძე და გურამ მაისურაძე  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ბიზნესის მართვის, ტურიზმის და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე სწავლობენ. სტუდენტებს პირადად შეხვდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ კომერციული დირექტორი კახა პაიჭაძე.

მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, დევნილი სტუდენტების განათლება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

 "დევნილთა სამინისტრო არის შუამავალი კომპანიასა და სტუდენტებს შორის. სტუდენტებს ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდათ. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიას ასეთი ქველმოქმედებისთვის და წარმატება ვუსურვო იმ თითოეულ სტუდენტს,რომელმაც მიიღო აღნიშნული დაფინანსება.’’ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ს.ს "ქართული ლუდის კომპანიის’’ კომერციული დირექტორის განცხადებით, კომპანია "ზედაზენი’’ აგრძელებს დაწყებულ ტრადიციას და დებს ინვესტიციას იმ წარმატებული სტუდენტების განათლებაში,რომლებსაც არა აქვთ  ამის ეკონომიური საშუალება ."ჩვენ ამას განვიხილავთ,როგორც ინვესტიციას საქართველოს მომავალში.როგორც მოგეხსენებათ განათლებაში ინვესტიცია არის დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი და ამით ჩვენ ვაძლევთ შანსს ამ ადამიანებს გაუკეთონ რელიზება საკუთარ ნიჭს და გახდნენ წარმატებული, პროფესიონალი კადრები.’’-კახა პაიჭაძე

გასულ წლებში,  ს.ს "ქართული ლუდის კომპანიამ’’ უკვე დააფინანსა 9 დევნილი სტუდენტის  სწავლის საფასური  და  ბიზნეს სექტორის ჩართულობის კუთხით, სამინისტროსთან სამომავლო თანმშრომლობის სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები