0 4 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. მოერიდეთ დოკუმენტების შედგენას. სხვა დღისთვის გადადეთ სასამართლო პროცესების დაწყება. საღამოს მიიღეთ ბალახების დამამშვიდებელი ჩაი. 

კურო 
გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან. ყურადღებით იყავით, არ გამოგეპაროთ მნიშვნელოვანი მომენტები, დეტალები. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თავად ხართ. 

ტყუპი
საკუთარი იდეებითა და აზრებით გარშემო მყოფებზე დადებით ზეგავლენას მოახდენთ. კარგი დღეა ახალი იდეების განსახილველად. სწრაფად გაერკვევით წარმოქმნილ პრობლემებში და სწრაფადვე მოაგვარებთ მათ. 

კირჩხიბი
წამოაყენეთ საკუთარი მოსაზრებები. მოითხოვეთ ხელფასის მომატება. მოერიდეთ ფიზიკურ აქტივობას. 

ლომი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განსახილველად. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
მეტად უნდა დაისვენოთ. განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. გარშემო მყოფებს ნურაფერს დაჰპირდებით. 

სასწორი 
გამოიჩინეთ ინიციატივა და დაიწყეთ დაგროვილი პრობლემების მოგვარება. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. კარგია იოგა, ცურვა. 

მორიელი
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით. მთავარია, გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეთ, ვინც შეგაგულიანებთ და ერთგულად გემსახურებათ. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ახალი იდეების განსახილველად, რაც მომავალში წარმატებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. 

თხის რქა
დღეს შეიძლება კონკურენციას ვერ გაუძლოთ და სხვათა მითითებების შესრულებამ მოგიწიოთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების კრიტიკა. 

მერწყული
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. აკონტროლეთ ხარჯი. მუშაობისას მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. 

თევზები
სხვა დღისთვის, თუნდაც ოთხშაბათისთვის, გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, ახალ სამსახურში გადასვლა. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები