0 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,წარსულში, ჰომოსექსუალური ქცევა ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა,ზოგან კი რიტუალური ხასიათის იყო"

ადამიანის სექსუალობა განსხვავებული იყო სხვადასხვა კულტურებში, განსხვავებულად აღიქმებოდა სექსუალობის საზომები და ნორმები. ზოგადად  მიიჩნევა რომ სექსუალური ორიენტაცია, მუდმივი და სტაბილურია, სექსუალური უმცირესობები  პროცენტულად დაახლოებით მსგავსად არსებობდა დროთა განმავლობაში, თუმცა სექსუალური ქცევა სხვადასხვა ეპოქაში და კულტურაში  განსხვავებული იყო. მაგ. გარკვეულ საზოგადოებებში მიღებული და წახალისებული იყო ჰომოსექსუალური კავშირები, ზოგან პირიქით. დასავლურ სამყაროში მიიჩნევა, რომ დღეისთვის ადამიანების უმეტესობა თითქმის 96-97 % ჰეტეროსექსუალია, თუმცა აქვთ ლტოლვა სხვა ორიენტაციის მიმართაც.  შეიძლება მათი ლტოლვა არ გამოიხატოს სექსუალურ ქცევაში სოციალური სტიგმების გამო.  არა დასავლურ ქვეყნებში მაგ. იაპონია, ჩინეთი ტაილანდი, აზიის სხვა ქვეყნები, არაბული კულტურა და კიდევ მრავალ ქვეყანაში სექსუალურ იდენტურობაზე მაღლა სოციალური როლი დგას, ანუ ადამიანების ქცევა განისაზღვრება არა მათ სექსუალური სურვილებით და გრძნობებით არამედ ოჯახით და სოციალური სისტემებით.  დასავლურ სამყაროში მეტი მნიშვნელობა ენიჭება პერსონალურ იდენტურობას.

წარსულში, განსაკუთრებით არა-დასავლურ სამყაროში ჰომოსექსუალური ქცევა ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში. Ford and Beach (1951) -ის მიხედვით 76 საზოგადოების 64 % -ში.  საზოგადოებების ნაწილში  ჰომოსექსუალური ქცევა ინსტიტუციონალურიც კი იყო.  ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულებზე (მელანეზია)   და წყნარი ოკიანის სხვა კულტურებში ჰომოსექსუალური ქცევა რიტუალური ხასიათის იყო.   მაგ. მიიჩნეოდა, რომ ბიჭებს არ ჰქონდათ მამაკაცური თვისებების და შესაძლებელობები და ამაში სჭირდებოდათ უფროსების დახმარება, ამიტომ  პატარა ბიჭებს ჰქონდათ ორალური და ანალური სექსი მოხუც მამაკაცებთან რათა მიეღოთ სპერმა, იმისთვის, რომ მიეღოთ მამაკაცური ენეგია -სიცოცხლის ელექსირი.  სქესობრივი მომწიფების შემდგომ საბოლოოდ მამაკაცების სექსუალური ქცევა ჰეტეროსექსუალური იყო.  ასეთ კულტურებში მიიჩნეოდა, რომ ქალებს ნაყოფიერების პოტენცია საკმარისი ჰქონდათ, ამიტომ დამატებით  არ საჭიროებდნენ ჰომოსექსუალურ ურთიერთბას.  ბასუტოს (ხალხი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობდა დაახლოებით მეხუთე საუკუნეში)  ხალხში ჰომოსექსუალობა წარმოადგენდა სოციალური ინფორმაციის წყაროს ახალგაზრდა გოგონებისთვის.   გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონა ამყარებდა ურთიერთბას დაქორწინებულ ქალთან, ეს ურთიერთბა შედგებოდა სხვადასხვა შემთხვევით სექსუალური სცენებისგან და მას ერქვა  Mummy-Baby -ურთიერთობა.  სექსუალური კავშირი შეიძლება ყოფილიყო მსუბუქი, ალერსით გამოხატული, ან გენიტალური კონტაქტი.   მომბასა, კუნგები და სამხრეთ აფრიკის და ავსტრალიელი აბორიგენების ტომებში გავრცელებული იყო ჰომოსექსუალური ურთიერთობები ახალგაზრდა და შედარებით ასაკოვან ქალს შორის.  მომბასელები (ქალაქი კენიაში)  ბიჭები და გოგონებიც ამყარებდნენ ჰომოსექსუალურ კავშირს, მას სოციოეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა.  მაგ. დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ბიჭები ამყარებდნენ სექსუალურ კავშირს  დაოჯახებულ წარმატებულ მამაკაცებთან, (ბავშვებს) ჰქონდათ პასიური როლი.  ბიჭები იღებნენ თავის „პატრონიგან“ შემოსავალს. მას შემდეგ რაც  ქონებას დააგროვებდნენ ნაწილი ქმნიდა ჰეტეროსექსუალურ ოჯახებს.   დაახლოებით მსგავსი სცენარი იყო გოგონებისთვისაც, ოღონდ გოგონების დიდი ნაწილი აგრძელებდა ჰომოსექსუალურ ურთიერთბას.

საზოგადოებების ნაწილში მიიჩნევა, რომ    გენდერული როლი არის ძალზედ მნიშვნელოვანი. მაგ. „კაცი უნდა იქცეოდეს კაცურად.“   განსაკუთრებით ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, ჩრდილო აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვისპირა ზოგიერთ კულტურაში, (სამწუხაროდ) საქართველოშიც მიიჩნევა, რომ  მამაკაცები უნდა იყვნენ სოციალურად დომინანტები, სექსუალურადაც მხოლოდ თვითონ აქტიურები, ქალი უნდა იყოს მათ დაქვემდებარებაში. ქალები , როგორც წესი წარმოადგენენ პასიურ პარტნიორებს.  რაც შეეხება საპირისპირო სქესის მსგავს ქცევას, თუ ასეთი მოხდება, ეს კაცისთვის ძალზედ დამამცირებელია.   კაცი, რომელშიც მოხდება პენეტრირება (  პასივი/რეციპიენტი სექსის დროს)  წარმოადგენს ქალს, ანუ დაქვემდებარებულს – სუსტს და პირიქით. თუ  კაცი, რომელიც ჰომოსექსუალური სექსის დროს აქტიურია (დონორი) მიიჩნევა, რომ არის ძლიერი და კაცური, ვინაიდან მან მოახდინა პენეტრირება და არა პირიქით.  ლათინო ამერიკის ნაწილში მიიჩნევა, რომ კაცი თუ აუპატიურებს მეორე კაცს ან აქვს მასთან აქტივის როლით სექსუალური კავშირი  წარმოადგენს ჰიპერმასკულინობას.  ანუ ჰიპერმამაკაცურობის გამოვლენაა.  ეს იდეა გამოიყენება ზოგჯერ ციხეებში, როცა პატიმრები იერარქიას ამყარებენ სექსუალური კავშირებით, თანატოლებს შორის,  ის ვინც პენეტრირებულია -დაქვემდებარებულია, მეორე კი- ძლიერი.  რეალურად „კაც-დომინანტ“ საზოგადოებებში მეტი ჰომოსექსუალური კავშირია ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.  იგივე ქვეყნებში ქალებისთვის ჰომოსექსუალური კავშირი ტაბუირებულია და ანტიფამილარულად და ოჯახის საწინააღმდეგო ქმედებად ითვლება.


geosexmd.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები