0 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს ნათლად დაინახავთ ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა. თუმცა, ნუ გაწყვიტავთ ძველ კავშირებს; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. 

კურო 
წარმატებული დღე ელით ჟურნალისტ, მწერალ და მეცნიერ კურებს. ამასთანავე, არ გაგიჭირდებათ მხარეებს შორის შემრიგებლის, შუამავლის როლის შესრულება. 

ტყუპი
დღეს ჩვეულებრივზე მეტად ცნობისმოყვარე იქნებით, უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ ეცადეთ, გარშემო მყოფებს მაინცდამაინც არ მოაბეზროთ თავი. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. 

კირჩხიბი
მთელი დღე რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. შეიძლება სასიყვარულო კავშირი მეზობელთან, ჯგუფელთან ან უბნელთან გააბათ. 

ლომი
დღეს ნუ იზარმაცებთ. კარგი დღეა საოჯახო და სარემონტო საქმეების შესასრულებლად. მიწის ნაკვეთის, ქოთნის ყვავილების მოსავლელად. 

ქალწული
ნუ იქნებით ნურავიზე დამოკიდებული. არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ. იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. 

სასწორი 
ენთუზიაზმითა და ოპტიმიზმით აღიჭურვეთ და დაგროვილი საქმეების მოგვარებას შეუდექით. კარგი დღეა საოჯახო, უძრავი ქონების საკითხების მოსაგვარებლად. 

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. საღამოს მათთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. გაგიუმჯობესდებათ მეგობრული და სასიყვარულო კავშირები. ზოგიერთება წუთიერი გატაცების გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი 
მოსალოდნელია მოგზაურობის დაწყება, მივლინება. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის, ზოგს საინტერესო საქმიანობას შესთავაზებენ. 

თხის რქა
პლანეტა ვენერას გავლენით თავს ვერ დააღწევთ რომანტიკულ განწყობას და შეიძლება ერთი ნახვითაც შეგიყვარდეთ. უკვე შეყვარებულებმა კი მეტი თბილი სიტყვა უნდა უთხრან პარტნიორს, თუ სასიყვარულო კავშირს გაუმჯობესება სურთ. 

მერწყული
შეყვარებულები დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზოგიერთს კი ოჯახში მატება ელის. აგრეთვე კარგი დღეა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. 

თევზები
მოერიდეთ ფულის გამო კამათს გარშემო მყოფებთან. გაგიმძაფრდებათ სიყვარულის, შეყვარებულობის მოთხოვნა. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას, ფიზიკურ აქტივობას

კომენტარები

მსგავსი სიახლეები