0 3 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კიმ ბადავის ფოტო გამოფენა თიბისი გალერეაში

4 მაისს 18:00 საათზე, თიბისი გალერეა ცნობილი ფოტო ხელოვანის კიმ ბადავის გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხულის ამბოხი 11“ საერთაშორისო კონკურს „ქოლგა თბილისი ფოტო 201“-ის ფარგლებში იმართება.

კიმ ბადავი დაიბადა 1980 წელს, პარიზში. ფოტო კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ნიუ ორლეანში, ქარიშხალ კატრინას შედეგად დაზარალებულ პირთა მძიმე მდგომარეობის ფირზე აღბეჭდვა დაიწყო.

2007 წელს არაბული მედიის და საზოგადოების ჯილდო მოიპოვა, როგორც წლის საუკეთესო ფოტოგრაფმა.

დღევანდელ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2011 წელს ეგვიპტის დედაქალაში გამართული მასობრივი საპრორესტო აქციების, დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმის დასამხობად გაერთიანებული ეგვიპტელების ბრძოლის დოკუმენტური ასახვა.

პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“ წელს უკვე მეთოთხმეტედ იმართება. ფოტო კონკურსის მთავარი მიზანია საერთაშორისო ფოტოგრაფია დააკავშიროს საქართველოსთან და ქართულ ფოტოგრაფიასთან. თიბისი ბანკი უკვე თორმეტი წელია თანამშრომლობს და სპონსორობას უწევს ფოტოკონკურსს

კიმ ბადავის ფოტოგამოფენა თიბისი გალერეაში 11 მაისამდე გასტანს.

გთხოვთ გვეწვიოთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები