0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი kia Sorento-ს ტესტ-დრაივი დარიალის ხეობაში !

იმისათვის, რომ ”კიას” ახალი მოდელით დაინტერესდე, მარტო ავტომობილის ტექნიკური მონაცემებისა და კომპლექტაციის შეთვალიერებაც საკმარისია. კორეელები, უკვე დიდი ხანია, ევროპელ კონკურენტებს მიმზიდველი კომპლექტაციითა და საუკეთესო საგარანტიო პირობებით უწევენ კონკურენციას. კია სისტემატიურად აოცებს თავის მომხმარებელს დახვეწილი დიზაინითა და  მომხიბვლელობით. პროგრესი არ წყდება, რისი დასტურიც ახალი ”სორენტოა”, რომელის პრეზენტაციაც კია მოტორს ჯორჯიამ დეკემბერში გამართა, უფრო ადრე  ვიდრე ევროპაში... 

   ”კიას” თბილისის ცენტრმა ახალი Kia Sorento ტეს-დრაივისთვის ავტო-ბილდს დაუთმო  და მათაც მესამე თაობის ”სორენტო” საქართველოს გზებსა და უგზოობებზე გამოსცადეს. მათ  განკარგულებაში იყო 7-ადგილიანი ეგზემპლარი დიზელის 2,2-ლიტრიანი V6 ძრავით, 193-ცხენისძალიანი სიმძლავრითა და high line კომპლექტაციით, რაც სრულ აღჭურვას გულისხმობს. 

ახალ ”სორენტოს” გამოცდები დარიალის ულამაზეს ხეობაში მოუწყვეს. შაკო ბუაჩიძე ავტო ბილდ საქართველოს მთავარი რედაქტორი: „ ეს არის თანამედროვე საოჯახო ავტომობილი, პოლიტკორექტული SUV, რომელიც თავისი ზომებისა და სიმძლავრის კვალობაზე სასიამოვნოდ ეკონომიურია ქალაქში, კომფორტული და პრაქტიკულია  შორ გზებზე  მგზავრობისას და თავს არც ცუდ გზებზე შეირცხვენს. ახალი ”სორენტო” კლასის შესაბამის  მოთხოვნებს პირნათლად ასრულებს და, ტრადიციულად მიმზიდველია კომპლექტაციითა და 5-წლიანი გარანტიით“ 

    ახალი  Sorento-ს გატესტვა  შეუძლია ყველა დაინტერესებულ მომხმარებელს კიას ცენტრში. 

კია სორენტოს საინტერესო ტესტ-დრაივის შესახებ  დეტალური ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალ ”AUTO BILD საქართველოს” მაისის ნომერში, რომელიც პირველ მაისს გამოვა. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით : 2 24 01 01 www.kia.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები