0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოსალოდნელია კონფლიქტი გარშემო მყოფებთან. შეიძლება ზოგიერთი შეხვედრა, საქმე ჩაგეშალოთ. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ემოციები მოთოკეთ. 

კურო
ნება მიეცით გარშემო მყოფებს თქვენზე იზრუნონ, გაგანებივრონ. რაც უფრო მეტ დახმარებას მიიღებთ ახლობლებისგან, მით გაგიადვილდებათ დაგროვილი საქმეების მოგვარება. 

ტყუპი
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ, მაგრამ დაუფიქრებელ პასუხს ნუ გასცემთ. განიხილეთ ახალი პროექტები, მაგრამ განხორციელებას ნუ იჩქარებთ. 

კირჩხიბი
გავლენიანი მეგობრების დახმარებით ურთულესი სიტუაციიდანაც კი იპოვით მარტივ გამოსავალს. ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფებისთვის დახმარების თხოვნა. 

ლომი
გაფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ფული, დოკუმენტები. მოერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. 

ქალწული
კარგი დღეა ბინის, ოფისის კეთილმოსაწყობად. ავეჯის შესაძენად და ინტერიერის გასაახლებლად. მეტი ყურადღება გმართებთ უმცროსი თაობის მიმართ. 

სასწორი
ენერგიის ნაკლებობას განიცდით, ამიტომ ნუ შეასრულებთ რთულ, ფიზიკურ სამუშაოს, მეტად დაისვენეთ. სხვა დღისთვის გადადეთ მოგზაურობა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; ტრავმული დღეა. 

მორიელი 
ფლირტის ხასიათზე ხართ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. მანდილოსან მორიელებს დაფეხმძიმების დიდი შანსი აქვთ. 

მშვილდოსანი
მოთოკეთ ემოციები, განსაკუთრებით საქმიანი მოლაპარაკებების დროს. მაქსიმალურად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. 

თხის რქა
საინტერესო მოგზაურობას ან მგზავრობას შემოგთავაზებენ. დასასვენებლად უმჯობესია, ოჯახთან ერთად გაემგზავროთ. თუმცა, საქმების გამო ხანგრძლივ შვებულებაზე ვერ იოცნებეთ. 

მერწყული
გამორიცხული არაა, რომ ყველაფერში თქვენ დაგადანაშაულოთ ან ყველა საქმე თქვენ დაგავალონ. მოთმინება გმართებთ, სიტუაცია თავისით დარეგულირდება. 

თევზები
გაფრთხილდით, რათა აფერისტების მსხვერპლი არ გახდეთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების განხილვას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები