0 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ოლკინ! შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! "-გალაკტიონის წერილი ოლღა ოკუჯავას

გალაკტიონის წერილებიდან ერთ-ერთი, გაგზავნილი მეუღლისათვის - ოლღა ოკუჯავასთვის.

ოლკინ!

შენ აღარ გიყვარვარ! არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე! უკეთესია, რომ მოვკვდებოდე! სიკვდილი კი თითქო ამბობს: გალაკტიონ ტაბიძე, შენ ჯერ არ მოკვდები, კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო! ვნახოთ, ვნახოთ!
მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ! ვნახოთ რა იქნება! ვნახოთ.
ამ წერილს კაფეში ვწერ. შემოვიდა გრ. ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს. ვნახოთ, ვნახოთ, ვნახოთ.
მეორე დღეა ქუთაისში ვარ და არავინ არ მინახავს. ვნახოთ, ვნახოთ…
ოლკინ, ძვირფასო ოლკინ! რატომ მაწვალებ ასე, რატომ მეჩხუბები? ხომ იცი, რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს?
მშვიდობით ოლია.

გალაკტიონ ტაბიძე
[30 ნოემბერი, 1916 წ.]
[ქუთაისი]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები