0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გათავისუფლდით ზედმეტი ვალდებულებებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც გიყენებთ. არაფერი დაგეგმოთ, სიტუაციების მიხედვით იმოქმედეთ. 

კურო
ცოდნის დაგროვების, ავტორიტეტის გამყარების დღეა. გაგიუმჯობესდებათ კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობები. 

ტყუპი
თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება და ცვლილებები თქვენც შეგეხებათ. ზოგიერთს ფინანსურ ოპერაციებში გაუმართლებს, ზოგსაც დაწინაურება, ახალი, საინტერესო საქმიანობა ელის. 

კირჩხიბი
თუ დაკვირვებულად და მობილიზებულად იმოქმედებთ, ყველა საქმეს, უსიამოვნოსაც კი, ადვილად გაუმკლავდებით. 

ლომი
მოულოდნელად დიდ თანხას მიიღებთ, რომელიც მომავალში თქვენი სურვილისამებრ უნდა გამოიყენოთ. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ბინის რემონტისთვის. 

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და ახალ ნაცნობებსაც გაიჩენთ. გირჩევთ, გაბედულად იმოქმედოთ. 

სასწორი
თუ ლიდერისა და ორგანიზატორის ფუნქციებს შეითავსებთ, უკეთესად მოაგვარებთ ყველა საქმეს და შექებასა და მატერიალურ ჯილდოსაც მიიღებთ. 

მორიელი 
სამსახურისა და საოჯახო საქმეების პარალელურად პირადი ცხოვრების მოწყობაზეც უნდა იზრუნოთ. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განათლებას. 

მშვილდოსანი
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად და ახლების დასაწყებად. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. მძღოლებმა არ გადააჭარბოთ სიჩქარე. 

თხის რქა
დღეს სასიყვარულო გატაცებების გამო სამსახურისა და საოჯახო საქმეების გვერდზე გადადება მოგიწევთ. 

მერწყული
გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და ინფექციური დაავადებების გამწვავება. გაუფრთხილდით მხედველობას. 

თევზები
მოულოდნელი ცვლილებები დღის წესრიგს თავდაყირა დაგიყენებთ. საღამოს რომანტიკული შეეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები