0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

18 აპრილს, შაბათს „პრესიჟენ ავტო სერვისის“ ბათუმის ფილიალი გაიხსნა.

პრესიჟენ ავტო სერვისი არის თანამედროვე ამერიკული ფრენჩაიზ კონცეპცია ბათუმში, ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილის რემონტისა და ტექნიკური მომსახურების უნივერსალური სერვის ცენტრი.

პრესიჟენ ავტო სერვისი დამყარებულია ამერიკულ ორმაგ-„ბეი“ სისტემაზე და ითვლება სახელოსნოების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ განლაგებად სადაც ტარდება ავტომობილის მწარმოებლების მიერ მოთხოვნილი ყველა გეგმიური ტექნიკური მომსახურება და კაპოტისქვეშა და მანქანისქვეშა სარემონტო სამუშაოები.

მიუხედავად იმისა თუ სად არის ავტომობილი წარმოებული, ა.შ.შ.-ში, ევროპასა თუ აზიაში, პრესიჟენ ავტო სერვისი საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის სერვისის სრულ პაკეტს, მოსახერხებელი მომსახურების გარანტიებით, პროფესიონალური და ეთიკური ნორმების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

პრესიჟენ ავტო სერვისი წარმოადგენს ამერიკული სტანდარტების ფრენჩაიზული სისტემას, რომელიც ფუნქციონირებს მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, 350-ზე მეტი ფილიალით. პრესიჟენის წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნა 2014 წელს, სერვის ცენტრებით თბილისსა და რუსთავში და წელს იხსნება ბათმუსსა და ქუთაისში. 

პრესიჟენის თბილისის ფილიალში ფუნქციონირებს საავტომობილო სერვისის ტექნიკური სწავლების ფრენჩაიზული აკადემია, სადაც ტრეინინგები ტარდება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მირ. ქართული წარმომადგენლობა ჩართულია Precision ბრენდის ფრენჩაიზულ ქსელში, სადაც გაერთიანებულია ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამ მხრივ აწარმოადგენს საავტომობილო ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ წყაროს.

პრესიჟენის პროექტი დაფინანსდა ა.შ.შ.-ს მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია „ოპიკ“-ისა და ქართული იბერია ბიზნეს ჯგუფის თანამშრომლობით და წარმოადგენს ამერიკული ბანკის მიერ დაფინანსებულ პირველ ფრენჩაიზულ პროექტს საქართველოში. პრესიჟენის ბრენდის განვითარება რეგიონალური მასშტაბის პროექტია და საქართველოსთან ერთად მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები