0 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ ჯარისკაცზე ვიდეოს აქვეყნებს (+18)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის გიორგი ჯანელიძის შესახებ ვიდეოს აზიარებს.

გიორგი ჯანელიძე, რომელიც მაგ დროს თვითონაც დაჭრილი იყო და მისი ქართველი თანამებრძოლი ამხნევებენ ჰოსპიტალში გადაყვანილ დაჭრილ ქართველს. ეს ვიდეო ჩაწერილია გიორგი ჯანელიძის დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე. თავში საკმაოდ მძიმედ დაჭრეს, თუმცა ის მაინც დაბრუნდა წინა ხაზზე, წავიდა სადაზვერვო ოპერაციაზე, ის რუსი სამხედრო ინსტრუქტორი გაანადგურა, რომელიც ამ რაიონში ყველაზე მეტ პრობლემას უქმნიდა უკრაინელებს, ბოლო დროს.

ჩვენი გმირები ფრონტზე ხანდახან ასეთი ენით გამოხატავენ ჩვენს ემოციებს. მათ, ვისაც ეს შეიძლება ყურში ცუდად მოხვდეთ, ანდა მათ ვისაც არ ესმის რისთვის წამოვიდნენ ისინი საომრად და რისთვის გასწირეს თავისი სიცოცხლე, მინდა ვუთხრა, რომ სწორედ ეს ბიჭები გვჯობიან ყველას. ეს გიორგის სიტყვებია დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე - "მე ჩემს 14 წლის შვილს ვუთხარი: თუ დავიღუპები, შენ რუსეთის წინააღმდეგ უნდა განაგრძო ბრძოლა.” ვიდეო იხილეთ ლინკზე : https://www.youtube.com/watch?v=3iFM2l-QP0Q

კომენტარები

მსგავსი სიახლეები