0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია თბილისში-16 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოხტა, მამამ კი ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა

გვიან ღამით მუხიანში ტრაგედია მოხდა. მას შემდეგ რაც 16 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადმოხტა, ბიჭის მამამ ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.

სამართალდამცველები მოზარდის გადმოგდების ვერსიაზეც მუშაობენ. მოზარდი გადარჩა და ამ ეტაპზე მკურნალობას საავადმყოფოში გადის.  

ადგილობრივებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, ისინი აცხადებენ, რომ არც ყვირილისა და არც რაიმე ჩხუბის ხმა არ გაუგიათ.

მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები