0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ქართველი ინსტრუქტორი,რომელსაც კარატის სტუდიაში მოზარდებთან სექსუალური კავშირი ჰქონდა

სექსუალურ დანაშაულში ბრალდებით შეერთებული შტატების პოლიცია ეძებს საქართველოს მოქალაქეს, 26 წლის ალექსანდრე სუმბაძეს.

პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს ჰქონდა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა მოზარდ ბიჭებთან, იღებდა ამ ყველაფერს ვიდეოზე და სავარაუდოდ ავრცელებდა კიდეც.

ალექსანდერე სუმბაძე იყო კარატეს ინსტრუქტორი შეერთებული შტატების დედაქალაქის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბეთესდაში. ამერიკული მედიის ინფორმაციით სუმბაძესთან ერთად ვიდეოში, სავარაუდოდ მისი მოსწავლეები ჩანან და გადაღებაც კარატეს დარბაზში ხდებოდა. პოლიცია არ აკონკრეტებს ინფორმაციას, მაგრამ ირკვევა, რომ მოზარდებმა რომლებიც ვიდეოში ჩანან სავარაუდოდ იცოდნენ, რომ მიმდინარეობდა გადაღება.

კარატეს კლუბი სადაც სუმბაძე მუშაობდა ქალაქ ბეთესდაში ვისკონსინის გამზირზე მდებარეობს. ბოლო ორი დღეა ეს ადგილსუმბაძე ბოლო 21 წელი ამერიკაში ცხოვრობდა. ის საზღვარგარეთ მისმა მშობლებმა წაიყვანეს. მამამისი, დავით სუმბაძე 1994-2006 წლებში შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში დესპანი იყო. ის ახლაც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და არის რამსფელდის ფონდის პროგრამის დირექტორი. 

თბილისში, დავით სუმბაძის სახელზე ირიცხება ბინა გამრეკელის ქუჩაზე. ამ ბინაში ამჟამად მისი ნათესავები უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლში არავინ დაგვხვდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამერიკულ მხარეს ალექსანდრე სუმბაძესთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის არ მიუმართავს. იმ შემთხვევაში თუ ასეთი მიმართვა იქნება - კანონის შესაბამისი ზომები გატარდება.

ძებნილ ალექსანდრე სუმბაძეს კი ბრალი წაყენებული აქვს ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობისთვის და გავრცელებისთვის. ის შესაძლოა უკვე საქართველოშია. შეერთებულ შტატებში მსგავსი დანაშაულისთვის მას მინიმუმ ათწლიანი პატიმრობა ემუქრება. საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს ექსტრადირების ხელშეკრულება.ი ამერიკული მედიის და პოლიციის ყურადღების ცენტრშია.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები