0 6 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გარდაცვლილი კოტე თოლორდავას მეუღლის პირველი კომენტარი

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური, ფეისბუქის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და ჟურნალისტებს მიმართავს: "ჩემო მეგობრებო, უცხოებო, ახლობლებო დიდი მადლობა ამხელა თანადგომისთვის ჟურნალისტებო! ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა, რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი,რომელიც მიზის მუცელში, გული მწყდება, არ მეგონა, თუ ფეისბუქზე შემოსვლა მომიწევდა ჩემი ცხოვრების უმძიმეს წუთებში, იმედია ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ და მაცდით დავიტირო ადამიანი რომელიც სამყაროს მერჩივნა. მადლობა ყველას" - ნათქვამია განოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები