0 6 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რომელი ფერების დომინირებით მოიზიდავთ სახლში სიმდიდრეს-რჩევა მიხეილ ცაგარელისგან

ხშირ შემთხვევაში, წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი არა ადამიანის საქმიანობა, არამედ, იდუმალი ძალებისა და ვარსკვლავების განწყობის დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანი სამყაროს ნაწილია და მის სასიცოცხლო ენერგიის ზეგავლენას ყოველთვის განვიცდით. საცხოვრებელი ბინა ადამიანის სხეულს ჰგავს – მასში ყოველ წუთს მიმდინარეობს ენერგიათა ცვლა.

როცა სახლში რამე ნივთს უცვლით ადგილს, ამით აუცილებლად ცვლით რაღაცას თქვენს ცხოვრებაში. თუ ინტუიცია კარგად გაქვთ განვითარებული, ზუსტად მიხვდებით, რომელი ნივთი სად უნდა დადოთ, რა უნდა შეცვალოთ თქვენ გარშემო და როგორ გაიუმჯობესოთ ამით ცხოვრება.

ვერცხლის ნივთები ადვილად იღებს სახლში შემოსულ უარყოფით ენერგეტიკულ დარტყმებს და, ასევე, იწოვს უარყოფით ენერგიებს. მთელ სიბინძურეს, რომელსაც ადამიანი თავისდაუნებურად იღებს გარემოსთან ურთიერთობისას, ვერცხლი ანეიტრალებს. თუ ისეთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, რომ ვერცხლი თქვენთვის მისაღები ლითონია, აუცილებლად ატარეთ მისი სამკაულები. ასევე, ნებისმიერი ადამიანისთვის კარგია, სახლში ჰქონდეს ვერცხლის პატარა ფიგურები – ამით დაეხმარებით საცხოვრებელ ბინაში დადებითი ენერგიის შედინებას. სავსე მთვარის დროს, ღამით, ეს ვერცხლის ფიგურები ღია ცის ქვეშ დააწყვეთ, რათა ისინი „აივსოს” მთვარის ძალითა და ენერგიით.

საცხოვრებელში ნებისმიერ საგანს დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახში დადებითი ენერგიის მოსაზიდად აუცილებელია ძველმანი, გამოუსადეგარი ნივთების თავიდან მოშორება, რადგან, თავისუფალ სივრცეში მეტი დადებითი ენერგიის ცირკულაცია ხდება; ასევე, სახლში დადებითი ენერგიის შემოდინებას უწყობს ხელს სისუფთავე და წესრიგი.

გირჩევთ, მეტი ყურადღება დაუთმოთ სახლისა და ოთახების მოწყობა-გალამაზებას და ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ, რათა მეტი სიმშვიდის, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ენერგია და ატმოსფერო შექმნათ.

ბევრი იწყებს სახლში რემონტს გაზაფხულზე. სამწუხაროდ, ოთახის, სამზარეულოს, ჰოლის, აბაზანისა თუ საძინებლის არასწორად შერჩეული დიზაინი ადამიანზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. 

საერთოდ, სახლის მოწყობისას, რატომღაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას სააბაზანოს აქცევენ. გაითვალისწინეთ, რომ სააბაზანო ოთახში ისე უნდა დაამონტაჟოთ უნიტაზი, რომ ის შესვლისთანავე არ დაინახოთ. 

კარგია ოვალური ან მრგვალი საშხაპეებისა და აბაზანების დაყენება. ასეთი ფორმის საშხაპე ხელს უწყობს სახლში სიმდიდრისა და წარმატების ენერგიების შემოდინებას. 

სააბაზანოს ინტერიერი, უმჯობესია, თეთრი ფერის ან პასტელის ტონებში გადაწყვიტოთ. მოერიდეთ კაშკაშა ფერებს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ხელსაბანი, უნიტაზი და ჯაკუზი ერთი ფერისა და დიზაინის იყოს. არ არის სასურველი, იატაკი თეთრ ფერში მოაპირკეთოთ. უმჯობესია, თეთრს ვარდისფერი ან ცისფერიც შეუხამოთ. ხოლო, თუ სააბაზანოს ფანჯარა აქვს, ის პასტელის ფერის ჟალუზით დაფარეთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გამოსაჩენ ადგილას დაწყობილი პარფიუმერია და კოსმეტიკა ხელს უშლის ამ ოთახში ენერგიის სწორ გადანაწილებას. შეეცადეთ, აქ მხოლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები დააწყოთ. კარის შიდა მხარეს კი დაკიდეთ სარკე, რომელშიც ენერგიის არეკვლა მოხდება. ჰაერის ცირკულაცია მუდმივად უნდა ხდებოდეს, რათა სააბაზანო ოთახში ენერგიამ თავისუფლად იმოძრაოს. 

რაც შეეხება ოთახების დიზაინს, თუ გსურთ, სახლში სიმდიდრის ენერგიები მოიზიდოთ, მისაღები ოთახი ოქროსფერ ტონებში მოაწყვეთ. თუ შემოსასვლელს ყვითელ ფერში გადაწყვეტთ, ამით ხელს შეუწყობთ მხიარულების შემოტანას საცხოვრებელში, მწვანე ტონს კი სიმშვიდე და ჰარმონია შემოაქვს ბინაში. ამიტომ, შეგიძლიათ, ნებისმიერი ოთახი შეღებოთ ამ ფერებში ან ლურჯი და მწვანე აქსესუარები შეიძინოთ და დააწყოთ. 

შემოქმედმა ადამიანებმა, სასურველია, იისფერში გადაწყვიტონ სამუშაო ოთახი – ის საქმეში წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მოგიმართავთ ხელს. ასევე, კარგია სამუშაო კაბინეტის ან სამეცადინო კუთხის ცისფერ ტონებში მოწყობა.

რაც შეეხება თეთრ ფერს, ის სიმშვიდის სიმბოლოდ არის აღიარებული. ამიტომ, შეგიძლიათ, მისაღები ან ჰოლი შეღებოთ თეთრად. 

თუ რემონტის გაკეთებას ვერ ახერხებთ, შეიძინეთ იმ ფერის აქსესუარები, კონკრეტულად თქვენ რომ გჭირდებათ და დააწყვეთ ოთახებში – ამ ნივთებსაც შეუძლია იგივე გავლენა მოახდინოს სახლის ენერგიებზე, რაც რემონტის დროს შერჩეულ კედლის ან იატაკის ფერს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები