0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
აქტიური მოქმედებების პერიოდი დაგიდგებათ. მოიკრიბეთ ძალები, რათა ჯადოსნურ პერიოდს მომზადებულები დახვდით. 

კურო
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, დასასრულებელი. მაქსიმალურად დაკვირვებულად იმოქმედეთ. კონფლიქტები დიპლომატიურად მოაგვარეთ. 

ტყუპი
გარშემო მყოფების მიმართ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი უნდა იყოთ. იუმორის გრძნობის წყალობით წვეულების სული და გული გახდებით. 

კირჩხიბი
კარგი პერიოდია სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. მარტის ბოლოს მეტი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და დააწყვეთ გეგმები, მეგობრებთან ერთად სად გსურთ მოგზაურობა. 

ლომი
ყველა პრობლემას 21 მარტის შემდეგ მოაგვარებთ. ახლა დაისვენეთ და მოერიდეთ კამათს კოლეგებთან. 

ქალწული
ნუ ეცდებით მოვლენების დრამატიზირებას. მოერიდეთ ოპერაციებს ხერხემალზე. კარგი დღეა მხედველობისა და ნერვული სისტემის, აგრეთვე ფეხების სამკურნალოდ. 

სასწორი
მოერიდეთ ფინანსური საკითხების განხილვას, დოკუმენტების გაფორმებას. სამსახურის საქმეებისგან დაუგეგმავი მგზავრობა და საქმიანი შეხვედრები მოგაცდენთ. 

მორიელი 
თქვენი წარმატება გარშემო მყოფებზეა დამოკიდებული. ამიტომ ეცადეთ, გააუმჯობესოთ მათთან ურთიერთობა. დღეს ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. 

მშვილდოსანი
ვარჯიში, ცეკვები, მოგზაურობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და ახალი პროგრამების ასათვისებლად. 

თხის რქა
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საღამოს შინ სტუმრები მიიპატიჟეთ და გემრიელად გაუმასპინძლდით. 

მერწყული
დღეს მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრება გამოგადგებათ. ამიტომ ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან. 

თევზები
კარგი დღე ელით შოუ-ბიზნესში, სპორტულ შეჯიბრებებსა და შემოქმედებით სფეროებში მოღვაწე თევზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები