0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკოლის მოსწავლეებმა შიმშილობა გამოაცხადეს

ქობულეთის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ოთხი მოსწავლე შიმშილობს.  სამი მათგანი მეათე კლასელია, ერთი – მეცხრე კლაში სწავლობს. 

სკოლის მოსწავლეები დირექტორის, შორენა მენაღარიშვილის გადადგომას ითხოვენ. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამმა მოსწავლემ ექსტერნის გამოცდები ვერ ჩააბარა. მოსწავლეების განმარტებით, ბოლო გამოცდაზე დირექტორმა მათ ტესტებზე მუშაობისას შეგნებულად არასწორი პასუხები შეამოხაზინა. შედეგად სამი მეათე კლასელი გამოცდაზე ჩაიჭრა. 

დირექტორსა და ერთ-ერთ მოსწავლის მშობელს ხათუნი მენაბდეს შორის კი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა და დირექტორის მტკიცებით, მშობელმა, რომელიც ამავე სკოლაში ისტორიის მასწავლებელია, მას სცემა.
ისტორიის პედაგოგი დისციპლინური კომისიის ოქმის საფუძველზე სკოლიდან უკვე დაითხოვეს. იგი ქვრივია და ოთხი შვილი დედაა, მოშიმშილეთაგან კი ორი მისი შვილია. 

ხათუნი მენაბდე ირწმუნება, რომ დირექტორთან დაწყებულ კონფლიქტს საფუძვლად პოლიტიკური მოტივი უდევს. მისი მტკიცებით, დირექტორი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, თვითონ კი "ქართული ოცნების" და დირექტორმა მისი თავიდან მოცილებისთვის ბავშვების გამოყენება გადაწყვიტა. ადგილზე ვითარების შესწავლას აპირებს აჭარის განათლების სამინისტრო. 
interpressnews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები