0 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„დიდი დასუფთავება“ ანუ ნაწლავების გაწმენდის 10 საშუალება

იმაზე, თუ როგორ მუშაობს შენი ნაწლავები და როგორ მდგომარეობაში ის, დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობა. აღიარე, რომ შენი კვება შორსაა იდეალურისგან. ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომლებიც რთულად გადამუშავდება, აბინძურებს ნაწლავებს. იმის შედეგად, რომ ნაწლავებში როვდება გადაუმუშავებელი ნარჩენები, ორგანიზმი ტოქსინებით იწამლება. ამ პროცესის თანმდევი საფრთხეები არ არის გაზვიადებული. ღვიძლის, საშარდე ბუშტისა და ბევრი კანის დაავადება ნაწლავების არაჯანსაღი მდგომარეობითაა გამოწვეული.

ნაწლავების გაწმენდის ეს 10 ოჯახური საშუალება ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია იმის ცდნა, რომ დაავადების პროფილაქტიკით თავს არ ვნებ.

ა. წყალი

პირველი და ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც გაგათავისუფლებს ნაწლავებში დაგროვილი ტოქსინებისა და ნალექისგან, არის წყალი. დალიე დღეში დაახლოებით 12 ჭიქა წყალი – ეს ოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ნაწლავები სუფთა იყოს. წყალი ღრმად ანეტიანებს ორგანიზმს და ეხმარება ყველა სისტემას მწყობრ მუშაობაში.

 

2. ვაშლის წვენი

ნატურალური ვააშლის წვენი ნაწლავების კარგი დამხმარეა. დაიწყე დილა 1 ჭიქა ვაშლის წვენით უზმოზე. ახევარი საათის შემდეგ დალიე წყალი. დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ჭიქა ვაშლის წვენი დალიე. ასეთი პროცედურა ჩაატარე 3-4-ჯერ თვეში.

3. ლიმონის წვენი

ლიმონი შეიცავს C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს, მაგრამ, გარდა ამისა, ეს შესანიშნავი ცირტუსი ასუფთავებს ნაწლავებს. ერთი ლიმონის წვენი გაძარი საკმარის ოდენობა წყალში და დალიე.

4. ბოსტნეულის წვენები

ნაწლავების საგულდაგულოდ გასაწმენდად გამოიყენე ბოსტნეულის წვენები. რამდენიმე დღის განმავლობაში დალიე ბოსტნეულის წვენი ძირითადი საკვებიბის მიღებებს შორის. უპირატესობა მიანიჭე მწვანე ბოსტნეულის წვენს. ძალიან სასარგებლო წვენი მზადდება სტაფილოსა და ჭარხლისგან. ბოსტნეულის წვენი არა მხოლოდ გაგიწმენდს ორგანიზმს, არამედ გაგიმყარებს ჯანმრთელობას.

5. ცელულოზა

ვაშლი, მსხალი, ბროკოლის კომბოსტო, ჭარხალი, მხსვილად დაფქული ფქვილისგან დამზადებული პური, შვრია, ნუში – ეს პროდუქტები მდიდარია ცელულოზით. რაც უფრო მეტ ცელულოზას იღებ, მით უფრო ჯანმრთელია ორგანიზმი და უკეთ წმენდს საკუთარ თავს. იმ დღეებში, როცა ორგანიზმს წვენებს დახმარებით წმენდ, თვალყური ადევნე, რომ საკმარისი ცელულოზა მიიღო.

6. იოგურტი

იოგურტი შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც აუმჯობესებენ ნაწლავების მუშაობას. გსურს გქონდეს ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი? ჭამე იოგურტი ყოველ დღე! საუკეთესო დრო იოგურტის მისაღებად არის საღამო.

7. გოგრის თესლი

გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, სასარგებლო ომეგა 3 მჟავებს და ანტიოქსიდანტებს. დაამატე თესლი ფაფაში, სალათებში – სასარგებლო საკვები გემრიელიცაა.

8. ზღვის მარილი

მარილიანი წყალი საუკეთესო საფაღარათო საშუალებაა. გაძარი 1 სუფრის კოვზი მარილი თბილ წყალში და დალიე დილით უზმოზე. გამასუფთავებელი ეფექტის გასაძლიერებლად მუცლის მსუბუქი მასაჟი გაიკეთე. ასეთი პროცედურა ჩაატარე 5-6-ჯერ თვეში.

9. ალოე ვერა

გამოწურე წვენი ალოედან ან დააქუცმაცე ბლენდერში. დალიე ალოეს წვენი ცოტაოდენი პორციებით მთელი დღის მანძილზე. ეს საშუალება გაწმენდს ნაწლავებს და, ამავდროულად, გააუმჯობესებს მიკროფლობას.

10. იმრიბი

დაამატე იმბირი ჩაიში ან გამოიყენე დაქუცმაცებული – ეს გადაგარჩენს მავნე ბაქტერიებისგან და დააჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

გაუფრთხილდი ჯანმრთელობას – მნიშვნელოვანია, რომ შენი ორგანიზმის ყველა სისტემა სწორად მუშაობდეს, მაშინ არანაირი საშიში დაავადება არ დაგემუქრება!

aww.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები