0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებისთვის ბრძოლა მოგიწევთ. სასურველია დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართოთ. 

კურო 
ეს დღე მშვიდად გაივლის, თუ მოერიდებით კამათს უფროსთან და კოლეგებთან. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახშიც. 

ტყუპი
ფინანსების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. შეიძლება ვიღაცას თქვენი მოტყუება აქვს განზრახული. ოჯახის წევრები დანაპირების შესრულებას მოგთხოვენ და უარი არ უთხრათ. 

კირჩხიბი
დაგროვილ საქმეებსაც ადვილად გაუმკლავდებით და არც ახლების დაწყება გაგიჭირდებათ. კარგ შედეგს მოგიტანთ მოლაპარაკებები. ზოგიერთეს მივლინება ელის. 

ლომი 
ნუ გააფუჭებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. შეასრულეთ დანაპირები. მოერიდეთ სიტუაციის დაძაბვას უფროსთან და სამართალდამცველებთან. 

ქალწული
დღეს ჩვეული გრაფიკის სახლი-სამსახური-სახლი გარდა მოულოდნელი ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ, რაც თქვენგან მეტ ენერგიასა და დროს მოითხოვს. ვინც დღეს ახალი მიზნის მიღწევა დაისახა, უკან არ უნდა დაიხიოს.

სასწორი
ნურავის ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით. დღეს საკუთარი უფლებების დაცვა მოგიწევთ. სამსახურისა თუ საოჯახო საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. 

მორიელი
დღის პირველ ნახევარში შეაგროვეთ საჭირო ინფორმაცია, აღადგინეთ მივიწყებული ურთიერთობები. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრების ჩაშლა. 

მშვილდოსანი 
მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. დღეს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ორიგინალური იდეების განხილვა გელით. 

თხის რქა
კარგი დღეა განმარტოებისა და საკუთარ თავში გასარკვევად. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს. დღეს შეიძლება სიმართლე გაირკვეს, რომელიც სწორ გზაზე დაგაყენებთ. 

მერწყული
კონკურენტებთან ბრძოლისთვის მოემზადეთ. წარმატების შანსი გაქვთ. მთავარია, სწორი ტაქტიკა აირჩიოთ და დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ.  

თევზები
ინტუიცია გაგიმძაფრდებათ, შედეგად გარშემო მყოფების არც ერთი ნაბიჯი თქვენთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები